საბერძნეთში ქართველები მოხუცის წამებაში არიან ეჭვმიტანილი

საბერძნეთში, ქართველები 74 წლის მოხუცის წამებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც ბერძნული მედია იუწყება, მოხუცი სასტიკად აწამეს – მოტეხეს კიდურები და კბილები ჩაუმტვრიეს.

დაზარალებულის თქმით, მას იქამდე აწამებდნენ, სანამ ოჯახში შენახული ძვირფასეულობის ადგილმდებარეობა არ გაამხილა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ბოროტმოქმედები, სავარაუდოდ, ქართველები იყვნენ.

ბოროტმოქმედებმა ნაძარცვი და სახლში არსებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები წაიღეს და მიიმალნენ.

პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფს ეძებს.

მსგავსი თემები