“ზურაბიშვილმა ტოკიოში ისეთი ფეხი ჩაიტანა, ტაიფუნი ამოვარდა და გადაიდო ცერემონიალი” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტს ეხმაურება.

ნათელაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ტოკიოში ისეთი ფეხით ჩავიდა, რომ ამის გამო, ტაიფუნი ამოვარდა და ნარუჰიტოს ინაუგურაცია გადაიდო.

„ის პრეზიდენტად არჩეული ქალბატონი გავარდა ნარუჰიტოს ინაუგურაციაზე ტოკიოში, ისეთი ფეხი ჩაიტანა, ტაიფუნი ამოვარდა და გადაიდო ცერემონიალი, ამასობაში ხვდება ტოჩინოშინს. ისიც შეაწუხა არ მოასვენა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიაზე დასასწრებად გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს, იგივე ტოჩინოშინს შეხვდა.

მსგავსი თემები