“პრინციპულად არ მიმაჩნია, ერთსა და იმავე პირს ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტობის თანამდებობა ეკავოს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოდის. ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტის დაკავების მსურველთათვის.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრინციპულად არ მიაჩნია საკონსტიტუციო დებულება, რომ ერთსა და იმავე პირს ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების უფლება არ უნდა ჰქონდეს, თუმცა აღნიშნულს ეთანხმება.

როგორც ფედერალური კრებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, საკონსტიტუციო შესწორებების პაკეტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი განხილვა და ხმის მიცემა უნდა გაიმართოს.

მსგავსი თემები

One Thought to ““პრინციპულად არ მიმაჩნია, ერთსა და იმავე პირს ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტობის თანამდებობა ეკავოს” – პუტინი”