,,ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს”- შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციისას 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 ათასი რეზერვისტი. მისი თქმით, რუსეთს  ჯამში თითქმის 25 მილიონ ადამიანის მობილიზაცია შეუძლია. როგორც შოიგუმ აღნიშნა, ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებმაც იმსახურეს ჯარში,  აქვთ სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება.  მისი განმარტებით  „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ გაგზავნას სტუდენტები და წვევამდელები არ დაექვემდებარებიან. „ბუნებრივია, რაც ამ ხაზს უკან არის, უნდა გამაგრდეს, ეს ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს და პირველ რიგში, სწორედ ამიტომ ხდება ეს ნაწილობრივი მობილიზაცია“, – განაცხადა შოიგუმ. შოიგუს თქმით, დღეს რუსეთი ეომება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ „კოლექტიურ დასავლეთს“. „დღეს ჩვენ ვეომებით…

მეტი...

,,მინდა, საცობებისთვის საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარეშე ქალაქის განვითარება შეუძლებელია”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და საცობების მატება შეინიშნება, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დისკომფორტის გარეშე მსგავსი პროექტების განხორციელება შეუძლებელია, რადგან ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს. „საკმაოდ აქტუალურია დედაქალაქში საცობების საკითხი და ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რა ხდება და რატომ არის ასეთი ვითარება, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. პასუხი მარტივია – ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია, არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით, რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო,…

მეტი...

,,ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს”- პუტინი

,,ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. პუტინის თქმით, დასავლეთმა თავისი ანტირუსული პოლიტიკის ყველა ზღვარი გადალახა. „ჩვენს ისტორიულ ტრადიციაში, ჩვენი ხალხის ბედშია, შევაჩეროთ ისინი, ვინც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის, ვინც ჩვენი სამშობლოს დაშლითა და დამონებით იმუქრება“, – განაცხადა პუტინმა. ვლადიმერ პუტინის თქმით, კიევის რეჟიმის დაშინების და ტერორის პოლიტიკა უფრო საშინელ და ბარბაროსულ ფორმებს იძენს. „ბანდერასა და ნაცისტი დამსჯელების მემკვიდრეები კლავენ ადამიანებს, აწამებენ, ციხეში აგდებენ, ანადგურებენ, აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას. საომარი მოქმედებების დაწყებამდე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში,…

მეტი...

,,სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცველების პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე”- კახა კალაძე

სპეცოპერაციაში მონაწილე თითოეული სამართალდამცველის პროფესიონალიზმზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება, წესრიგის დაცვა და მოქალაქეების სიმშვიდე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. დედაქალაქის მერმა სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს და სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. „გუშინ მთელი საქართველო დაძაბული ადევნებდა თვალს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს. ეს იყო ძალიან მძიმე დღე, რომელიც საბედნიეროდ, კარგად დასრულდა. სპეცოპერაციის წარმატებით განხორციელებაში დიდია ჩვენი სამართალდამცველების წვლილი. პროფესიონალურად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ მოიტანა ის შედეგი, რომ მძევლად მყოფი ყველა მოქალაქე უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და დაკავებულია მძარცველი. მინდა, მადლობა…

მეტი...

,,ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები – წინააღმდეგობა გაუწია”- მძევალი

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ საუბრობს ერთ-ერთი მძევალი, რომლის განცხადებითაც, ბანკში მეგობართან ერთად იყო მისული, რა დროსაც შეარაღებულმა თავდამსხმელმა გაისროლა და ისინი მძევლად აიყვანა. ,,ჰაერში გაისროლა, შემოვიდა, დაკეტა კარები და ვსო, მერე დაიწყო თქვენც უყურებდით ლაივში რაც ხდებოდა. მე მალაპარაკებდა და მე ვის ველაპარაკებოდი არ ვიცი, პოლიციელი იყო.. მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა უკვე ლაპარაკი ბოლოში, დათანხმდა მაგრამ თანხა თუ მისცეს და რამდენი მისცეს არ ვიცი. გამოვედი უკანა კარებიდან, რომელი კარის შესახებაც მან არ იცოდა არაფერი, პოლიციამ გამომიყვანა, გააღო კარები, გახსნა ტერიტორია, მითხრეს გამოდიო და გამოვედი. წინააღმდეგობა გაუწია”,- განაცხადა მძევალმა. შეგახსნებთ, …

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრის მორიგი საქველმოქმედო აქცია თბილისში

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, თბილისში, ისნის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 133-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) . ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან; მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და…

მეტი...

,,ხელი მეღლება და დამივარდება ყუმბარა – მომე მე დევიკავებ”- დიალოგები შეირაღებული თავდასხმიდან

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში არაერთი ვიდეო ვრცელდებოდა, სადაც თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებდა და იმუქრებოდა. მძევლების მიერ გავრცელებულ ფეისბუქ ლაივებში გარდა მუქარის, ისმოდა ფრაზები და დიალოგები, რომელიც დაძაბული დღის შემდეგ, საზოგადოებისთვის ხუმრობის საგანი გახდა. გთავაზობთ დიალოგებს: -112 ოპერატორი: შეიარაღებულია? -მძევალი:არა დანა ჩანგლითაა მოსული. -მძარცველი:ხელი მეღლება და დამივარდება ყუმბარა -მძევალი:მომე მე დევიკავებ -მძევლები არიან? -მძევალი:არა ნამცვხარი გვაქ და ყავა გვინდა -მძარცველი: აჩვენი აგენი ყუმბარები დედა რო მეე…ნებათ… -მძევალი:მაგენს კი არა მე მემე…ნება დედა აქანაა ბომბები იქ კი არა -მძევალი: ფულის ღორი ხო…

მეტი...

,,აშშ-ის ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება ე.წ. ოთხეულის მიმართ, შეურაცხმყოფელი იყო. მისი თქმით, “ჩვენ რომ ვფიქრობდეთ”, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად”. ,,აქაც უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც სამწუხაროდ, იყო შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, ხომ? მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ. მაგალითად, სოზარ სუბარი. რაც მას აქვს გაკეთებული, ბევრი ვერ დაიკვეხნის, სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ…

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. ,,სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან  მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება”,- განაცხადა პუტინმა. პუტინის განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.

მეტი...

,,ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

,,ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული,”- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ერდოღანის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით უნდა დასრულდეს. ,,ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ ვდებთ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით”- განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

მუხიანში, საცხოვრებელ სახლში 2 ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მუხიანის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭები მეგობრები იყვნენ და ისინი ქირით ცხოვრობდნენ. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი ბიჭები 20 და 21 წლის იყვნენ. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,პუტინმა უნდა აღიაროს, რომ ომს ვერ მოიგებს”- ოლაფ შოლცი

,,პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შოლცმა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართა, არსებულ სიტუაციაში ნეიტრალურობას ნუ გამოიჩენენ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომს გამართლება არ აქვს. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: მას სურს უკრაინის ხელში ჩაგდება. თვითგამორკვევა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის იმპერიალიზმი. იმპერიალიზმის დაბრუნება არ არის მხოლოდ კატასტროფა ევროპისთვის, ის ასევე კატასტროფაა ჩვენი გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის, რომელიც არის იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ანტითეზისი. ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ამ ოთახში 141-მა წევრმა დაგმო რუსეთის ომი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

მეტი...

,,ომი აგრესორმა უნდა წააგოს – უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის”- ანჯეი დუდა

,,ომი აგრესორმა უნდა წააგოს – უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის, რადგან თავისუფალი ერის დამორჩილება, მისი სულისკვეთების გატეხვა ვერ შეძლო,”-  ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეს რუსეთის წინააღმდეგ დგას არა თავად უკრაინის სახელმწიფო, არამედ მრავალმილიონიანი ერი. „ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა კონფლიქტი, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, აგრესორმა უნდა წააგოს და ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის, რადგან თავისუფალი ერის დამორჩილება, მისი სულისკვეთების გატეხვა ვერ შეძლო. დღეს მის წინააღმდეგ დგას არა თავად უკრაინის სახელმწიფო, არამედ…

მეტი...

,,დღეს ჩვენი გუნდი არის აბსოლუტურად სუფთა”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის  ყოფილი მაღალჩინოსანს დაკავებული თანამდებობა არ ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ალბათ, გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ სოსო გოგაშვილი აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა. „საბოლოო ჯამში, გამოვლინდა, რომ ეს ადამიანი არ იმსახურებდა იმ მაღალ პოსტს, რომელიც ეკავა და დღესაც, ყოველდღიურ რეჟიმში ამას ავლენს. მთლიანობაში, გუნდის პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მეორე შემთხვევაა, როცა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ტოვებს თანამდებობას, განაწყენებული მიდის პოლიტიკაში, ჩვენ ვერ გვაზიანებს, რადგან მისგან რა ინფორმაციას გამოდის, თუ რაც ჰქვია, გზავნილები, რეალურად, ხელისუფლებას ვერ აზიანებს, რადგან ეს ყველაფერი აბსოლუტურად…

მეტი...

მძარცველი გრიგოლ ნარსია წარსულში ნასამართლევია

„საქართველოს ბანკში“ შეჭრის 37 წლის გრიგოლ ნარსიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. გრიგოლ, გიგა ნარსია წარსულში ნასამართლევია, თუმცა, ეს საქართველოს ტერიტორიაზე არ მომხდარა. როგორც ნაცნობები ამბობენ, მან სასჯელი თურქეთში მოიხარა. ის ყოფილი პოლიციელია, კერძოდ კი დაცვის სამსახურში მუშაობდა. მის სახლში, წყალტუბოს სოფელ ბანოჯაში  საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობილია, რომ დაკავებულს მას დედა ჰყავს საბერძნეთში და პერიოდულად დედასთან ჩადიოდა. „საქართველოს ბანკის“ შენობაში სპეცოპერაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდა. სპეცოპერაცია 9 საათს გაგრძელდა.  დაკავების დროს მან წინააღმდეგობაც გასწია.

მეტი...

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი, ან მშვიდობა”- ემანუელ მაკრონი

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი – ომი, ან მშვიდობა. რასაც ჩვენ ვხედავთ იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა“,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ, მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცადებით, ომი ძირს უთხრის გაერო-ს პრინციპებს,  მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას. ,,რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე,”- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

მეტი...

უკრაინაზე სარაკეტო დარტყმები გრძელდება

წუხელ, რუსულმა მხარემ უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიტანა.  ხარკოვის ოლქში სამოქალაქო ობიექტები და დასახლებული პუნქტები დაიბომბა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კორპუსებში მაცხოვრებლები, დაბომბვის შემდეგ შენობიდან ვერ გამოდიოდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, იერიში განხორციელდა ნაღმმტყორცნებით, ქვემეხებით, ყუმბარმტყორცნებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო პუნქტი, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სახლები.

მეტი...

„არხოტული საფეხვნო“ – ორდღიანი დღეობა არხოტის ხეობაში

24-25 სექტემბერს, არხოტის ხეობის სოფლებში – ამღასა და ახიელში ს ადგილობრივი წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, კულტურისა და ყოფა-ცხოვრების მონაწილე და გამზიარებელი შეგიძლიათ გახდეთ. ,,არხოტული საფეხვნო“ (არხოტული შეკრება) ასე ჰქვია ორდღიან დღეობას, რომელიც ხეობაში იმართება.  დაგეგმილია სხვადასხვა შინაარსის აქტივობა: სოფელშივე მოხარშული ლუდის დაგემოვნება – კოდის გახსნა; ხინკლის მასტერკლასი; ღაბახი – იგივე ყაბახი; დოღი – ტაბლის დალოცვა; დოღში გამარჯვებულთა დაჯილდოვება. შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ, გაიცნოთ და მოისმინოთ რამდენიმე თაობის ხევსურ პოეტთა შემოქმედება: ტარიელ ხალხელაური, თორნიკე ნაროზაული, მამუკა ოჩიაური, გიორგი არაბული. აღსანიშნავია, რომ არხოტს ასევე  ესტუმრებიან საქართველოს და ჩრდილო კავკასიის მთიანი კუთხეების წარმომადგენლები. ღონისძიება, ემსახურება არა მარტო…

მეტი...

„ფრონტის ხაზზე ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს რომ უპირატესობა მათ მხარესაა. „საკმაოდ ხმაურიანი ამბები რუსეთიდან. ბევრი კითხვაა ამის შესახებ. მაგრამ რა მოხდა რეალურად? რა გაჟღერდა, რაც ადრე არ გაჟღერებულა. ჩვენი პოზიციები კარგად არის ცნობილი. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გვაინტერესებდეს. არა ის, რაც სადღაც ჟღერს, არამედ, რა არის ჩვენი ამოცანა. მეტი მხარდაჭერა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, მეტი მხარდაჭერა დაზვერვისთვის, მეტი მხარდაჭერა სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის, მეტი მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, პოლიციის, მესაზღვრეებისთვის, ყველასთვის, ვინც თანდათან აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიციები არ იცვლება ხმაურით ან სადღაც გაკეთებული…

მეტი...

“პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება” – ჯოზეფ ბორელი რეფერენდუმზე

23 სექტემბერს, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე „რეფერენდუმუს“ ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ჟოზეფ ბორელიც უერთდება ა აცხადებს, რომ რუსეთი ყველაფრისთვის პასუხს აგებს. „ე.წ. რეფერენდუმებით რუსეთი ცდილობს, უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაცია მოახდინოს.  მისი მიზანია ძალადობრივად შეცვალოს უკრაინის საზღვრები გაეროს წესდების და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევით“ – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. როგორც ჯოზეფ ბორელი განმარტავს, ე.წ. რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, მისი შედეგები არ იქნება აღიარებული. „ევროკავშირი მკაცრად გმობს დაგეგმილ უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასეთი ქმედებების შედეგები გაუქმებულად…

მეტი...

აშშ-მა რუსეთში ახალი ელჩი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ლინ ტრეისი წარადგინა. ამჟამად, ლინ ტრეისი აშშ-ის ელჩის თანამდებობას სომხეთში იკავებს. ელჩის კანდიდატურა, ოფიციალურად, პრეზიდენტმა ბაიდენმა წარადგინა. ელჩის ოფიციალურად დასამტკიცებლად აუცილებელია, თანხმობა მიმღებმა ქვეყანამ დაადასტუროს.  

მეტი...