,,ხელი მეღლება და დამივარდება ყუმბარა – მომე მე დევიკავებ”- დიალოგები შეირაღებული თავდასხმიდან

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ, სოციალურ ქსელში მთელი დღის განმავლობაში არაერთი ვიდეო ვრცელდებოდა, სადაც თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პირობებს აყენებდა და იმუქრებოდა.

მძევლების მიერ გავრცელებულ ფეისბუქ ლაივებში გარდა მუქარის, ისმოდა ფრაზები და დიალოგები, რომელიც დაძაბული დღის შემდეგ, საზოგადოებისთვის ხუმრობის საგანი გახდა.

გთავაზობთ დიალოგებს:

-112 ოპერატორი: შეიარაღებულია?

-მძევალი:არა დანა ჩანგლითაა მოსული.

-მძარცველი:ხელი მეღლება და დამივარდება ყუმბარა
-მძევალი:მომე მე დევიკავებ
-მძევლები არიან?
-მძევალი:არა ნამცვხარი გვაქ და ყავა გვინდა
-მძარცველი: აჩვენი აგენი ყუმბარები დედა რო მეე…ნებათ…
-მძევალი:მაგენს კი არა მე მემე…ნება დედა აქანაა ბომბები იქ კი არა
-მძევალი: ფულის ღორი ხო არ ხარ, რა გახდა ეს 2 მილიონი დოლარი მოუტანეთ კაცს…
-პოლიციელი:გამოუშვი ქალები
-მძარცველი: ჰო გამოვუშვებ არა ცეკვა ცეკვით გამოვალ კიდო.
-მძარცველი:2 მილიონი დოლარი მინდა 3 საათში
-მძევალი:3 საათი აქანა უნდა ვიყო?
-მძევალი: 3 საათი რად უნდა?
-მძარცველი: უნდა კაცო სანამ ეგენი მოილაპარაკებენ აქამდე მოვლენ უნდა უთხარი შენ.
-მძევალი:მიეცით ამ ხვთისნიერ კაცს მისი კუთვნილი თანხა რასაც ითხოვს და გამოგვიშვებს წავა მის მშვიდ გზაზე.
-რასაც გეტყვი გადაეცი.
-მოდი ჩემო ძმაო დაენახე და შენთვითონ წამოუყენე შენი პირობები
-მძევალი მძარცველს:აუ მაგას ნუ მახებ კისერზე თუ არა იგი არაა პრობლემა.
-მძარცველი: ხაჭაპური არ მაქვს თუარა გაგიყოფდით.
-მძარცველი: გადათვალეთ რამდენი ვართ ვინმე ხო არ გვაკლია
–მძევალი:12 ვართ ფეხბურთი მაინც ვითამაშოთ.
-მძარცველი:გათიშე ლაივი.
-მძევალი: არ გიღებ შენ გენაცვალე შენ აგერ ამას ვუღებ შენთვისაც კაია ხალხმა ნახოს თუ არა დავკრავ ამ ტელეფონს ძირს მე სულ მკიდია
-მძევალი მძარცველს: მოდი კაი კაცი ერთი აგათვალიერო ვაჩვენო ხალხს შენი შეიარაღება..აქეთ მობრუნდი,ახლა იქეთ.
შეგახსნებთ,   ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეირაღებული თავმსხმელი გუშინ შეიჭრა. თავმდახმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი და მათ გასათავისუფლებლად,  2 მილიონ დოლარსვერტმფრენს, რუსულ დროშასა და ანკესს ითხოვდა.

მსგავსი თემები