,,ომი აგრესორმა უნდა წააგოს – უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის”- ანჯეი დუდა

,,ომი აგრესორმა უნდა წააგოს – უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის, რადგან თავისუფალი ერის დამორჩილება, მისი სულისკვეთების გატეხვა ვერ შეძლო,”-  ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს რუსეთის წინააღმდეგ დგას არა თავად უკრაინის სახელმწიფო, არამედ მრავალმილიონიანი ერი.

„ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა კონფლიქტი, რომელიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, აგრესორმა უნდა წააგოს და ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. უფრო მეტიც: აგრესორმა უკვე წააგო ის, რადგან თავისუფალი ერის დამორჩილება, მისი სულისკვეთების გატეხვა ვერ შეძლო. დღეს მის წინააღმდეგ დგას არა თავად უკრაინის სახელმწიფო, არამედ მრავალმილიონიანი ერი, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს რაიმე მოლაპარაკება დამპყრობელთან, სანამ ის არ გაიყვანს თავის ძალებს უკრაინიდან“, – აღნიშნა  დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას 21-ე საუკუნეში ვინმემ შეგნებულად და ცინიკურად გამოიწვიოს ხელოვნური შიმშილი.

,,როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, ვალდებულები ვართ, არ დავუშვათ, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ შეგნებულად და ცინიკურად არ გამოიწვიოს ხელოვნური შიმშილი თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევის სახელით, როგორც ამას სტალინი აკეთებდა 1930-იან წლებში,”- განაცხადა დუდამ.

მსგავსი თემები