„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანს დაკავებული თანამდებობა არ ეკუთვნოდა. მისივე თქმით, ალბათ, გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ სოსო გოგაშვილი აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა.
„საბოლოო ჯამში, გამოვლინდა, რომ ეს ადამიანი არ იმსახურებდა იმ მაღალ პოსტს, რომელიც ეკავა და დღესაც, ყოველდღიურ რეჟიმში ამას ავლენს. მთლიანობაში, გუნდის პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა. საბოლოო ჯამში, ეს პირველი შემთხვევა არ არის, მეორე შემთხვევაა, როცა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ტოვებს თანამდებობას, განაწყენებული მიდის პოლიტიკაში, ჩვენ ვერ გვაზიანებს, რადგან მისგან რა ინფორმაციას გამოდის, თუ რაც ჰქვია, გზავნილები, რეალურად, ხელისუფლებას ვერ აზიანებს, რადგან ეს ყველაფერი აბსოლუტურად აბსურდულია; მაგრამ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აზიანებს. როდესაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე რაღაცებს ლაპარაკობს, თუნდაც აბსურდულს, ეს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია და აქ გუნდს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. იყო ადამიანი, რომელსაც არ ეკუთვნოდა რაღაც პოზიცია და სამწუხაროდ, ეკავა“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი გუნდი დღეს აბსოლუტურად სუფთაა ყველანაირი თვალსაზრისით.