,,ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს”- პუტინი

,,ბირთვული იარაღით რუსეთის შანტაჟს ვინც ცდილობს, უნდა იცოდეს, რომ ეს შესაძლოა, მათი მიმართულებით შებრუნდეს,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, დასავლეთმა თავისი ანტირუსული პოლიტიკის ყველა ზღვარი გადალახა.

„ჩვენს ისტორიულ ტრადიციაში, ჩვენი ხალხის ბედშია, შევაჩეროთ ისინი, ვინც მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის, ვინც ჩვენი სამშობლოს დაშლითა და დამონებით იმუქრება“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, კიევის რეჟიმის დაშინების და ტერორის პოლიტიკა უფრო საშინელ და ბარბაროსულ ფორმებს იძენს.

„ბანდერასა და ნაცისტი დამსჯელების მემკვიდრეები კლავენ ადამიანებს, აწამებენ, ციხეში აგდებენ, ანადგურებენ, აწამებენ მშვიდობიან მოსახლეობას. საომარი მოქმედებების დაწყებამდე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ბევრი მათგანი იძულებული გახდა, ლტოლვილი გამხდარიყო, დაეტოვებინა სახლი, და ვინც დარჩა – დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი, დღეს ექვემდებარება მუდმივ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს ნაცისტი მებრძოლების მხრიდან. ისინი ურტყამდნენ საავადმყოფოებსა და სკოლებს, აწყობენ ტერორისტულ აქტებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პუტინმა.

მსგავსი თემები