,,ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

,,ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული,”- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ერდოღანის თქმით, რუსეთის ომი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით უნდა დასრულდეს.

,,ომს არასოდეს ეყოლება გამარჯვებული და სამართლიან სამშვიდობო პროცესს არ ეყოლება დამარცხებული. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს დიპლომატიის მნიშვნელობას უთანხმოების მშვიდობიანად გადასაწყვეტად დიალოგის მეშვეობით. მიმდინარეობს კონფლიქტის ესკალაცია და ჩვენ ვდებთ უზარმაზარ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ ომის დასრულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით”- განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები