,,მნიშნველოვანია სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი”- კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული გემის შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პასუხობს. მისი თქმით, მნიშნველოვანია სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი. „დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვსწავლობთ მას და ზოგადად ასეთ აქტივობებს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვმუშაობთ მთავრობასთან, სხვადასხვა უწყებასთან, იქნება ეს საბაჟო, საშემოსავლო სამსახური. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასეთი მცდელობის, სანქციებისთვის თავი არიდების ნებისმიერი მცდელობის მონიტორინგი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მეტი...

,,ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას”- ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი

,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა დარჩეს ყველასთვის, ვისაც ნატო-ში გაწევრიანება სურს, ვერ ვხედავ ვერანაირ გონივრულ საფუძველს, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, რატომ უნდა შეუშალონ ხელი ამის გაკეთებაში,”- ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, სტევო პენდაროვსკიმ ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ყველა ქვეყნის სუვერენული უფლება უნდა იყოს, თავად აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების არქიტექტურა „ჩვენ ღიად ვუჭერთ მხარს ქართველების ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, ისევე, როგორც სხვა მოკავშირეებთან ერთად, სრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წევრობის მისწრაფებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნატო-ს კარი ღია…

მეტი...

დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს თანხის სანაცვლოდ საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებას პირდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქეს გამოართვა 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდა მისი დაკავება. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს”- კელი დეგნანი

,,ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია კანონების სწრაფად მიღება, როდესაც ამის სურვილი აქვს,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაცნობიეროს, რომ მომდევნო ექვსი თვე არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არ არის. ,,ჩვენ ეს ვნახეთ დეკემბერში, როდესაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ეს ნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს რეკომენდაციების განხორციელებაც ანალოგიურად სწრაფად არის შესაძლებელი. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და საზოგადოებაში ამის მზაობა არის. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, რომ დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი კუთხით ამ რეფორმების განხორციელებაში. ყველამ უნდა გაცნობიეროს, რომ…

მეტი...

,,შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ”- აშშ-ს საელჩო ლგბტქი+ საზოგადოებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და ლგბტქი+ თემს მიმართავს. საელჩოს განცხადებით, შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში დისკრიმინაციისა წინააღმდეგ. „ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელიც საელჩოს ,,ფეისბუქ”გვერდზე გამოქვეყნდა.

მეტი...

,,შეთანხმებული მოქმედებების დროა, რომ შესაძლებლობები რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული”- კარლ ჰარცელი

,,ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩის თქმით, ახლა საჭიროა შეთანხმებული მოქმედებები, რათა საქართველოსთვის მიცემული შესაძლებლობები, არ იქნას ხელიდან გაშვებული. ,,რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა,…

მეტი...

ოკუპანტებმა ნიკოლაევში დასახლებულ პუნქტი დაბომბეს – არიან დაღუპულები

ნიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ნიკოლაევის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე განახორციელეს.   სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. ,,დილით ნიკოლაევში ძლიერი აფეთქებები გაისმა. მაშველები და ექიმები უკვე გაემართნენ ადგილებზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელიც“,- განაცხადა ვიტალი კიმმა.

მეტი...

,,გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება, თქვენ იქნებით შემდეგი”- ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს

,,გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება. თქვენ იქნებით შემდეგი, ეს თქვენს კარზე თვალის დახამხამებაში დააკაკუნებს”,- ამის შესახებ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში არ შეაჩერებენ, თავისუფალი სამყარო დაზარალდება. ,,თუ უკრაინა მარცხს განიცდის, თქვენ იქნებით შემდეგი. მოლდოვა იქნება შემდეგი. სასურსათო კრიზისი? ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ის ახლა არ შეჩერდება, ყველა ჩვენგანი დავზარალდებით. თავისუფალი სამყარო დაზარალდება. ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება,“- განაცხადა კლიჩკომ.

მეტი...

აშშ-ში კაცმა Subway-ს თანამშრომელი სენდვიჩში მეტი მაიონეზის გამო მოკლა

აშშ-ში, ატლანტაში, Subway-ის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით  მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხარებელი მის სენდვიჩში ძალიან ბევრი მაიონეზის გამო გაბრაზდა და რესტორნის თანამშრომლებს გაუსწორდა. პოლიციის ცნობით,  ბრალდებულმა იარაღიდან ესროლა ორ თანამშრომელს, 26 წლის ქალს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა და 24 წლის ქალს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 36 წლის მკვლელი პოლიციამ უკვე დააკავა.

მეტი...

,,პუტინს სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან”- იენს სტოლტენბერგი

,,პრეზიდენტი პუტინი წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო, ახლა ის მიიღებს მეტ ნატოს თავის საზღვრებთან,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება არის გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, რომ  ნატოს კარი ღიაა „ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მოსალოდნელი მიღება უგზავნის ძალიან მკაფიო გზავნილს პრეზიდენტ პუტინს, რომ ნატოს კარი ღიაა. უნდა გვახსოვდეს, რომ გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წარადგინა ე.წ. უსაფრთხოების შეთანხმებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები პრეზიდენტ პუტინისგან იყო, რომ ის წინააღმდეგი იყო ნატოს შემდგომი გაფართოების, მას სურდა ნაკლები ნატო,…

მეტი...

,,მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატო-ს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,თუ ვინმემ დაიმსახურა სტატუსი სამეულიდან, ეს საქართველოა”- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის თანაშემწე

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში, მაქსიმ ღვინჯია ეხმაურება. მისი შეფასებით, შიდა ცვლილებებით და გატარებული რეფორმებით, საქართველო  უსწრებს  უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს  კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მიანიჭა, რომ ქვეყანა ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა. ,,შიდა ცვლილებები და რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანაშია გატარებული, შეუძლებელია შევადაროთ უკრაინასა და მოლდოვას. ამასთან, ევროკომისიამ უკრაინას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და არა საქართველოს. ჩემი აზრით, თუ ვინმემ დაიმსახურა სტატუსი ამ სამეულიდან, ეს საქართველოა. გასაგებია, რომ ის არ მიანიჭეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს კი აიხსნება იმით,…

მეტი...

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ დათანხმდა

„შვედეთი და ფინეთი თუ ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ, მათ უნდა გაითვალისწინონ თურქეთის შეშფოთების მიზეზები, ქვეყნის, რომელიც 70 წელია, ნატო-ს წევრია“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთმა ხელი  მოაწერა სამმხრივ მემორანდუმს ფინეთთან და შვედეთთან, რომელიც მხარს უჭერს მათ ნატოში გაწევრიანებას, თუმცა გარკვეული პირობების სანაცვლოდ. ერთ-ერთი პირობის თანახმად,შვედეთი და ფინეთი ვალდებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ „ქურთების მუშათა პარტიას“, რომელიც თურქეთისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. სამივე ქვეყანა ვალდებულნი არიან შექმნან დაზვერვის ინფორმაციის გაზიარების მექანიზმი კონტრტერორისტული ოპერაციების გასაფართოებლად და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად. ამასთან ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი  გაერო-ს მოუწოდებს რუსეთის მიერ კრემენჩუკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  გაერო-ს მიმართავს და მოუწოდებს რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და დასაჯოს აგრესორი ქვეყანა. ზელენსკის თქმით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს და  პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო დონეზე/ „სამწუხაროდ, დღეს გაერო-ს არ აქვს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული განსაზღვრება, მაგრამ ასე თუ ისე საჭიროა ამ სტატუსის უზრუნველყოფა იურიდიულად, რათა დაისაჯოს ტერორისტი სახელმწიფო. გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. გაერო-ს წესდება მოიცავს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის მხარდაჭერას. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გენერალური ასამბლეიდან და უშიშროების…

მეტი...

„ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნებიდან“ წასული დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „წასულები“ მმართველ გუნდთან ყველაფერზე თანხმდებიან გარდა ერთისა. ეს ერთი კი საზოგადოების ინფორმირებაში ნაკლოვანებაა. „ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ…

მეტი...

„პუტინი რომ ქალი ყოფილიყო“ – ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტზე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა მნიშვნელოვანი შეთანხმებებით დასრულდა. ბორის ჯონსონის შეფასებით, G7ის წევრები ერთიანები არიან უკრაინის დახმარების საკითხზე. „პუტინი რომ ქალი ყოფილიყო, არ მგონია, მას ეს მაჩო ომი დაეწყო. თუ გსურთ ტოქსიკური მასკულინობის კარგი მაგალითი, ის ზუსტად ასეთი ადამიანია“ – ასე შეაფასა ბრიტანეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დაწყების გამო.  

მეტი...

მოხუცის სასტიკი ცემისა და წამებისთვის ორ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

ლაგოდეხში, ვენახში მომუშავე მოხუცი კაცის ცემის,  წამების, ძარცვის, გამოძალვის,  დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე  ორ ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ივნისს, ყვარლის რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში,  ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ე.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა მ.რ.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს 68 წლის დაზარალებულს, რა დროსაც გასტაცეს თანხა. ასევე ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს მისი პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და მათ მიერ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღეს. შემდეგ კი გადაღებული მასალის გავრცელების მუქარით  რამდენიმე…

მეტი...