,,გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება, თქვენ იქნებით შემდეგი”- ვიტალი კლიჩკო ნატო-ს ლიდერებს

,,გაიღვიძეთ ბიჭებო, ეს ახლა ხდება. თქვენ იქნებით შემდეგი, ეს თქვენს კარზე თვალის დახამხამებაში დააკაკუნებს”,- ამის შესახებ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, თუ რუსეთს უკრაინაში არ შეაჩერებენ, თავისუფალი სამყარო დაზარალდება.

,,თუ უკრაინა მარცხს განიცდის, თქვენ იქნებით შემდეგი. მოლდოვა იქნება შემდეგი. სასურსათო კრიზისი? ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ ის ახლა არ შეჩერდება, ყველა ჩვენგანი დავზარალდებით. თავისუფალი სამყარო დაზარალდება. ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება,“- განაცხადა კლიჩკომ.

მსგავსი თემები