,,შეთანხმებული მოქმედებების დროა, რომ შესაძლებლობები რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული”- კარლ ჰარცელი

,,ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩის თქმით, ახლა საჭიროა შეთანხმებული მოქმედებები, რათა საქართველოსთვის მიცემული შესაძლებლობები, არ იქნას ხელიდან გაშვებული.

,,რამდენიმე დღის წინ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს მართლაც ისტორიული მომენტია. ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისთვის, რომ ის შესაძლებლობები რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, კარლ ჰარცელი მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელიც საქართველომ გასულ კვირას მიიღო დამატებითი კითხვები აქვთ, ,,ფეისბუქის” გვერდზე მიწერონ.

მსგავსი თემები