„ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნებიდან“ წასული დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „წასულები“ მმართველ გუნდთან ყველაფერზე თანხმდებიან გარდა ერთისა. ეს ერთი კი საზოგადოების ინფორმირებაში ნაკლოვანებაა.

„ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“, ლიდერებთან, თითოეულ წევრთან არავითარი ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობა არ გვაქვს. პრაქტიკულად ყველა თემაში ვთანხმდებით, გარდა ერთისა, ვერ ვთანხმდებით იმაზე, რა დოზით უნდა მიეწოდებოდეს საზოგადოებას სიმართლე, ინფორმირებული უნდა იყოს მეტად თუ არა. რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს მეტი. საკითხები, რომელიც არის საჯარო პოლიტიკის და ზოგჯერ არის საკითხები, რომელიც კულისებში იხილება, ვფიქრობ, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დღეს იცის. ამიტომ ჩვენი მიზანი იქნება შესრულებული, ჩვენ ვიქნებით საზოგადოებასთან ყველაზე ახლოს და ის ინფორმაცია, რაც მათ დღეს არ აქვთ, ამ ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ ჩვენგან“, – განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან მას შემდეგ რაც მმართველი გუნდი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ  “ქართულ ოცნება”  და პარტიული თანამდებობები დატოვეს.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

მსგავსი თემები