აშშ-ში კაცმა Subway-ს თანამშრომელი სენდვიჩში მეტი მაიონეზის გამო მოკლა

აშშ-ში, ატლანტაში, Subway-ის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით  მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხარებელი მის სენდვიჩში ძალიან ბევრი მაიონეზის გამო გაბრაზდა და რესტორნის თანამშრომლებს გაუსწორდა.

პოლიციის ცნობით,  ბრალდებულმა იარაღიდან ესროლა ორ თანამშრომელს, 26 წლის ქალს, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა და 24 წლის ქალს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

36 წლის მკვლელი პოლიციამ უკვე დააკავა.

მსგავსი თემები