ვოლოდიმირ ზელენსკი  გაერო-ს მოუწოდებს რუსეთის მიერ კრემენჩუკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  გაერო-ს მიმართავს და მოუწოდებს რუსეთის მიერ კრემენჩუკზე განხორციელებული თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასოს და დასაჯოს აგრესორი ქვეყანა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს და  პასუხი უნდა აგოს საერთაშორისო დონეზე/

„სამწუხაროდ, დღეს გაერო-ს არ აქვს ტერორისტი სახელმწიფოს იურიდიული განსაზღვრება, მაგრამ ასე თუ ისე საჭიროა ამ სტატუსის უზრუნველყოფა იურიდიულად, რათა დაისაჯოს ტერორისტი სახელმწიფო. გთავაზობთ, რომ გაკეთდეს განცხადება და მიღებული იქნას გადაწყვეტილება, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო. გაერო-ს წესდება მოიცავს ვალდებულებას, რომელიც გულისხმობს მშვიდობის მხარდაჭერას. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წევრი სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპს არღვევს, შესაძლოა, გენერალური ასამბლეიდან და უშიშროების საბჭოდან გაირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს, მას ჯერ კიდევ არ უგია პასუხი საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები