ცეცხლი რომ შეწყდეს, ბრიტანეთი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მაინც არ აპირებს

დიდი პრიტანეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა არ არის საკმარისი საფუძველი, რომ რუსეთს დაწესებული სანქციები მოეხსნას. „პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება საკმარისი საფუძველი, რომ ბრიტანეთმა რუსეთს დაწესებული სანქციები მოუხსნას. პრემიერის შეფასებით, ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უნდა გაიზარდოს, როგორც სამომავლო ეკონომიკური ზომებით, ასევე სამხედრო დახმარების მიწოდებით და მოხდეს რუსეთის კურსის სრული ცვლილება“, – აცხადებს ბორის ჯონსონის პრესსპიკერი.

მეტი...

მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას არასწორს უწოდებს და კონსტიტუციის დარღვევისკენ მიანიშნებს

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის ადმინიტრაციის მიერ გაცემულ ინფორმაციას არასწორს უწოდეს და აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სწორედ ეს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. საუბარია ელჩების დანიშვნის საკითხზე. „ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. სამწუხაროდ გავრცელებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ სურათს“ – აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში და რეალურ სურათზე თავად საუბრობენ. „გვსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში, არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი.…

მეტი...

„რუსეთს სურს, რომ უკრაინისგან ნანგრევების და ლტოლვილების მეტი არაფერი დარჩეს“ – ზელენსკი დანიის პარლამენტში

უკრაინის პრეზიდენტი დანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტარებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სთხოვა. პრეზიდენტის განცხადებით, ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში, რომელიც მთლიანად განადგურდა და რჩება 100 000-ზე მეტი ადამიანი, სადაც წყლის ნაცვლად გამდნარ თოვლს იყენებენ. „რუსეთს სურს, რომ უკრაინისგან ნანგრევების და ლტოლვილების მეტი არაფერი დარჩეს. 2000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის ადგილსამყოფელი უცნობია, რომლებიც გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. გთხოვთ თქვენ და მთელ მსოფლიოში დემოკრატიულ საზოგადოებას, უნდა გავაძლიეროთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უნდა დავთმოთ რუსული ნავთობი. არა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობას. დახურეთ პორტები რუსული გემებისთვის და ეს უნდა იყოს ევროკავშირში სოლიდარობის პოლიტიკა ყველა წევრ სახელმწიფოს შორის“,…

მეტი...

“რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის”- ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის. მისივე განმარტებით, კიევი პირობას დებს რომ სამხედრო ალიანსებში არ გაწევრიანდება. “კიევი პირობას დებს, რომ უარს იტყვის სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე და გარანტორი ქვეყნების თანხმობის გარეშე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე. უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე, უკრაინა უარს ამბობს ყირიმისა და სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას, მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა”- განაცხადა მედინსკიმ.

მეტი...

“დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე დიდი პროგრესია მიღწეული”- მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშუღლუ აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დღევანდელი მოლაპარაკებებით მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ჩავუშუღლუ განმარტავს, რომ ზოგიერთ საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ  და იმედოვნებს, რომ  გარკვეული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. “დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე  პროგრესი მიღწეულია. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მეტი...

რუსები კიევიდან და ჩირნიგოვოდან გადიან

სტამბულში დასრულებული რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების შემდეგ, რუსები უკან იხევენ და უკრაინის გარკვეული ტერიტორიებიდან ჯარის ნაწილი გაჰყავთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გადის. მათივე განმარტებით, ეს როტაციის კუთხით არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმაც დაადასტურა. ვლადიმირ მედინსკის განცხადებით,  რუსეთი რადიკალურად ამცირებს სამხედრო მოქმედებებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქის მიმართულებით. რუსეთი უკრაინის გარკვეულ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს

მეტი...

„ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან“ – რუსეთი უკრაინას დასცინის

უკრაინის საგარეო მინისტრის გაფრთხილებას, რომ დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე ჭამისგან, დალევისგან და ზედაპირებზე შეხებისგან თავი შეიკავო, რუსული მხარე გამოეხმაურა და დასცინა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ  ახლა  უკვე გასაგებია, რატომაც მოახდინა უკრაინულმა მხარემ მათი დელეგაციის წევრის ლიკვიდირება. „აჰა, ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი – ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებზე“,- განაცხადა ზახაროვამ. შეგახსენებთ, რო მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრის მოწამვლასთან დაკავშირებით დმიტრო კულებამ დელეგაციის წევრებს რჩევა მისცა. რაც შეეხება დენის კირეევს, ის, თავიდან მოლაპარაკებებში უკრაინულ მხარეს…

მეტი...

რუსეთი უკრაინის გარკვეულ ნაწილში საბრძოლო მოქმედებებს შეაჩერებს

რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ, სტამბულში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი კიევსა და ჩერნიგოვში გარკვეულ საბრძოლო მოქმედებებს შეწყვეტს. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ საუბარი არ არის მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე. მედინსკიმ უკრაინულ მხარეს კონსტრუქციული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ რუსულ მხარესთან ითანამშრომლებენ. „რუსული ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ კიევში გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ნორმალური თანამშრომლობისთვის, ნორმალურ პირობებს შექმნიან”- განაცხადა მან მედიასთან. შეგახსენებთ, რომ მხარეები დღევანდელი შეხვედრით მეტნაკლებად კმაყოფილები არიან და ომის დასრულების წინაპირობას ხედავენ. მოსკოვი უკრაინას პუტინი-ზელენსკის შეხვედრას ერთი პირობით სთავაზობს

მეტი...

მოსკოვი უკრაინას პუტინი-ზელენსკის შეხვედრას ერთი პირობით სთავაზობს

თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა ორი პრეზიდენტის შეხვედრა იყო. როგორც რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ მედინსკი აცხადებს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, უკრაინა შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერს. „პრეზიდენტების შეხვედრას თან  უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა შესაძლებელია მაშინ, როცა მზად იქნებ შეთანხმების დოკუმენტი ხელმოსაწერად ჯერ შეთანხმება მომზადდება, შემდეგ მას მომლაპარაკებლები დაადასტურებენ, ვიზას დაადებენ საგარეო მინისტრები და ამოს შემდეგ შედგება სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს მარტივი არ არის“ – ასეთია რუსეთის ულტიმატუმი რომელიც მედიასთან ვლადიმირ მედინსკიმ გააჟღერა. ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინული მხარის წინადადებები პრეზიდენტ პუტინთან…

მეტი...

ყველა საკითხზე, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან, უკრაინა რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებაზე ორ მთავარ საკითხზე შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, თუმცა, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. უკრაინა თანხმობას აცხადებს უარი თქვას ნატოს წევრობაზე და სანაცვლოდ მიიღოს მყარი გარანტიები. კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის უსაფრთხოება. დავით არახამიას განცხადებით, აღნიშნული გარანტიები დოკუმენტალურად უნდა გაფორმდეს. ასევე, რუსეთის მხრიდან, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს განსაკუთრებული სტატუსი ექნება და ამ თემაზე საუბარი კიდევ გაგრძელდება. როგორც არახამია განმარტავს, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან განცხადება მიხეილო პოდოლიაკმაც გააკეთა, მისი თქმით, დიდი ალბათობით, მოლაპარაკება შედეგამდე მივა, თუმცა, ნებისმიერ საკითხზე, რაზეც შეთანხმდებიან, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი.…

მეტი...

შესაძლოა, უკრაინამ ალიანსის წევრობაზე უარი განაცხადოს

​უკრაინულ-რუსული დელეგაციის წევრები შეხვედრით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ პროგრესი არის. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამშვიდობო ბაზების განთავსების საკითხი იყო და ასევე, ნატოს წევრობაზე უარი. უკრაინული მხარე აღნიშნულ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებას დოკუმენტალურად აიღებენ. საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ამერიკა, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, ისრაელი და პოლონეთი, რომლებიც უნდა გახდნენ უკრაინაში მშვიდობის გარანტორები. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისს არ ექვემდებარება“ – რაზე შეთანხმდნენ მხარეები  

მეტი...

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისს არ ექვემდებარება“ – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

თურქეთში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დასრულდა,   უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც განიხილეს და რაც მოითხოვეს. „კომპრომისს არ ექვემდებარება საკითხი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ასევე, ვითხოვთ, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებას ეხება. უკრაინამ შესაძლოა აიღოს ვალდებულება, საკუთარ ტერიტორიაზე არ განათავსოს უცხო ქვეყნის სამშვიდობო ბაზები და ასევე, არ გახდეს სამხედრო ალიანსის წევრი, თუმცა, ჩვენს მიერ მკაფიოდ იყო ნათქვამი რომ ამ პროცესმა ხელი უნდა შეუწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. მნიშვნელოვანია გარანტორების არსებობს, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობა უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში. უკრაინა გააგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ. რაც შეეხება გარანტორებს, ისინი უნდა იყვნენ უშიშროების საბჭოს წევრები“ –…

მეტი...

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით ქართველების გაყვანის მიზნით სპეცრეისი 30 მარტს ჩაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით მარშრუტი 30 მარტს შესრულდება. “ავტობუსები ლვოვი–ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით09:00 საათზე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან. ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია  უწყების ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებსუკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და…

მეტი...

„ბრძოლა მიზნის მიღწევამდე“ – რუსეთი დასავლეთს ემუქრება, რომ მათ ქმედებებს სათანადო რეაგირება მოჰყვება

გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოჩნდა. დღეს ის  რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას შეხვდა და მკვეთრი განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრი აცხადებს უკრაინაში ოპერაცია მანამ არ დასრულდება, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი შეჩერებას არ აპირებს. მისი შეფასებით, რუსეთში წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა ჩვეულებრივ გაგრძელდება. „ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანების შესრულებულია. ახლა, ყურადღება მთავარ მიზანზე გადადის – დონბასის გათავისუფლება. გაზაფხულზე, სამხედრო სამსახურში გაწვეული რუსეთის მოქალაქეები არც ერთ ცხელ წერტილი არ გაიგზავნებიან. მიმდინარე წელს,  სამხედრო სამსახურში რუსეთის 134 500 წვევამდელი გაიგზავნება, რაც შარშანდელზე ბევრად მცირეა. 2 კვირაში, უკრაინაში 600 დაქირავებული მებრძოლი განადგურდა. 500-მა…

მეტი...

„პრორუსობის კასკადი საქართველოს პარლამენტში” – იაგო ხვიჩიას ჩამონათვალი 

„ჩემი აზრით პრორუსობაა, როცა ოპონენტს არ ელაპარაკები არაფერზე და ხალხის მტრად აცხადებ. როცა სასამართლო ჯიბეში გიზის და მთელ ძალოვან ბიუროკრატიას ცენტრალიზებულად მართავ. როცა საზოგადოების ქცევას აკონტროლებ რეგულირებების და ბიუროკრატიების მეშვეობით, რომ უნებართვოდ ვერავინ ხელი ვერ გაანძრიოს, ესეც პრორუსობაა“ – აცხადებს „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია და პრორუსულ საქმეებზე საუბრობს. დეპუტატმა სხდმათა დარბაზში  ის კოკრეტული ქმედებები ჩამოთვალა, რომელიც პრორუსულ საქმიანობას ამყარებს. „როცა კომუნისტური სისხლის სამართლის პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად ამკაცრებ, ესეც პრორუსობაა; მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაც პრორუსული ქცევაა; როცა საქმის ნაცვლდ სადღეგრძელოებით საუბრობ, რათა ვერავინ გაიგოს რა ჩაიფიქრე, ესეც პრორუსობაა. თუმცა. ერთ-ერთი ყველაზე…

მეტი...

რა სტატუსით მონაწილეობს ოლიგარქი აბრამოვიჩი რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში?!

კრემლის განმარტებით, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსული დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის. როგორც ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი განმარტავს, ბიზნესმენი თურქეთში  ორივე მხარის თანხმობით ჩავიდა. „ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის დასწრება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებზე ორივე მხარის მიერ არის შეთანხმებული. აბრამოვიჩი რუსულ დელეგაციას არ წარმოადგენს. ის  ჩართულია კონტაქტების უზრუნველყოფაში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის. ის არ წარმოადგენს დელეგაციის ოფიციალურ წევრს. აბრამოვიჩი თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებაში რუსულ მხარეს არ წარმოადგენს“ – აცხადებს პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ პესკოვის მოლაპარაკებებში ჩართვის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდა და თურქეთში ადრეც…

მეტი...

„მთავარია ომის ისე დასრულება, როგორც ეს უკრაინას სჭირდება“ – მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო  მოლაპარაკება 3 საათზე მეტია გრძელდება. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, მთავარი, რასაც ამ მოლაპარაკებისგან ელოდებიან, უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული დერეფანია. „მიდის ინტენსიური კონსულტაციები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხი. ეს არის უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიებზე შეთანხმება, ჰუმანიტარული საკითხი და ომის ისე დასრულება, როგორ ეს უკრაინას სჭირდება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც სულ უფრო მეტად იზრდება, ომის, სიძულვილისა და ომის წარმოების წესების ესკალაციის პრობლემაა. პირდაპირ ეთერშიც ისმის მოწოდებები ერთი ან მეორე ერის განადგურების თაობაზე, რასაც მივყავართ კონფლიქტამდე“ – აცხადებს მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილე, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი  მიხაილო პოდოლიაკი.

მეტი...

რუსებმა ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციული შენობა დაბომბეს

რუსულმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ მიკოლაივის ადმინისტრაციულ შენობაზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას “ბიბისი” მიკოლაივის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კიმის განცხადებით, მოქალაქეების უმეტესობამ შეძლო შენობის დროულად დატოვება. “შენობას რაკეტა მოხვდა და მისი ნაწილი ჩამოიშალა. შენობაში მყოფი ადამიანების უმეტესობამ სასწაულებრივად დააღწიეს თავი, მაგრამ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგულად ითვლება. ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი რჩება, მაშველები მათ ამოყვანას ცდილობენ”.- აცხადებს ვიტალი კიმი, რომლის პოზიციასაც “ბიბისი” ავრცელებს.

მეტი...

“რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების წინ „ლეგიტიმური შეშფოთება“ აქვთ”- ერდოღანი

სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას “ლეგიტიმური შეშფოთება“ აქვთ. „შესაძლებელია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც ორივე ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას გადაჭრის“,- აღნიშნა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას დელეგაციების შეხვედრის დაწყებამდე. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გადასცა თავისი “გულწრფელი მოკითხვა” რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომლებსაც მან “ჩემი ძვირფასი მეგობრები” უწოდა.   „ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს“ – თურქეთში მოლაპარაკება დაიწყო

მეტი...

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი იზრდება

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს – 2 აპრილს, სიახლით ხვდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების რაოდენობას ზრდის, პროგრამის ბიუჯეტი კი ექვს მილიონ ლარს გადააჭარბებს. პირველი აპრილიდან, ამ პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა და მოზარდთა რიცხვი 170–ით გაიზრდება და 1 545 ბავშვი და…

მეტი...

თბილისის საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების მიღება მიმდინარეობს

დედაქალაქის საჯარო ბაღებში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ N69 საბავშვო მომხდარი ისტორიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავშეახვედრა. „ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით რას ნიშნავს. მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია,…

მეტი...

მგზავრები, ტრანსპორტში გადასახადს საბანკო ბარათებითაც გადაიხდიან

„მიმდინარე წლის მაისიდან შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ვადიანი სამგზავრო აბონემენტები საბანკო ბარათებს მიებას“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სერვისის ამოქმედების შედეგად, მგზავრს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება აღარ მოუწევს, რადგან საბანკო ბარათზე ნებისმიერი ვადის აბონემენტის ჩართვის შესაძლებლობა იქნება. „როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში დავნერგეთ ვადიანი აბონემენტების სისტემა, მაშინვე ვთქვით, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა ამ ვადიანი აბონემენტების საბანკო ბარათებზე მიბმა. დღეის მდგომარეობით, 55 000-მდე  სხვადასხვა კატეგორიის აბონემენტია გაყიდული და ეს პროცესი გრძელდება, რაც ძალიან კარგია და მისასალმებელი. რაც შეეხება თვითონ აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე,…

მეტი...

სამშენებლო კომპანიებს K2-ის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადება შეეძლებათ

„სამშენებლო კომპანიები გაზრდილი K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებას შეძლებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა მიმდინარე და შეჩერებული პროექტების გაგრძელებას შეუწყობს ხელს. „2019 წლიდან შევზღუდეთ K2 კოეფიციენტის გადამეტება. ქალაქში მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ სწორად უნდა განხორციელდეს. მინდა, სამშენებლო სექტორს K2-ის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივა გავაცნო. ეს ეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომელთაც აქვთ შესყიდული K2 კოეფიციენტი. ეს კომპანიები მოსაკრებელს ვერ იხდიან. ამის გამო, მშენებლობები გაჩერებულია, ასევე, მუნიციპალიტეტისადმი მრავალმილიონიანი დავალიანება აქვთ.  სამშენებლო კომპანიებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკება, შევჯერდით, რომ დავუშვათ K2-ის…

მეტი...

უკრაინა საკუთარ წარმომადგენლებს ურჩევს, შეხვედრაზე არაფერი ჭამონ და არაფერს შეეხონ

მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, რო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებისას უკრაინული დელეგაციის წევრები მოწამლეს, უკრაინის საგარეო მინისტრი მიმართვას ავრცელებს. როგორც დმიტრო კულება აცხადებს, დელეგაციის წევრებმა, შეხვედრის დროს კვებისგან თავი უნდა შეიკავოს. „ყველას, ვინც რუსეთთან მოლაპარაკების მონაწილეა, ვურჩევ არაფერი დალიონ ან ჭამონ შეხვედრის დროს. ასევე, სასურველია, თავი აარიდონ ზედაპირებზე შეხებას. ეს არის მთავარი, ბევრი ინფორმაცია ვრცელდება“ – აცხადებს კულება. გავრცელებული ინფპრმაციით, უკრაინის დელეგაციის 2 წევრი მოიწამლა და ასევე მოწამვლის ნიშნები ჰქონდა რუსეთში მოღვაწე ოლიგარქ აბრამოვიჩს, რომელიც პუტინის პოლიტიკას არ ემხრობა და ომის შეწყვეტის საკითხებში აქტიურად არის ჩართული. თურქეთში, რუსეთში მოღვაწე ოლიგარქი რომან აბრამოვიჩიც…

მეტი...

„ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს“ – თურქეთში მოლაპარაკება დაიწყო

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, მსოფლიოს ყურადღება დღეს თურქეთისკენაა, სადაც უკრეინულ-რუსული დელეგაციის წევრები უკვე შეიკრიბნენ. ოფიციალური დიალოგის დაწყებამდე, მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა და განაცხადა, რომ ომი უნდა შეწყდეს. „დოლმა ბაღჩეს სასახლეში“ მიმდინარე შეხვედრამ შესაძლოა, უკრაინის ბედი გადაწყვიტოს. შეხვედრის დაწყებამდე, თურქეთის პრეზიდენტი დელეგაციის წევრებს ცალკე შეხვდა. „ომი უნდა დასრულდეს, ცეცხლი უნდა შეწყდეს. თურქეთი შეშფოთებულია იმ პროცესებით, რაც ახლა უკრაინაში ხდება. უკრაინაში შექმნილი ვითარება ძალიან აღელვებს თურქეთს, რომელიც უკრაინის მეგობარი და მეზობელია. თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდაჭერა რუსულ-უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკების გასამარტივებლად” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მოწამლეს თუ არა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების სამი მონაწილე

მეტი...

ვირუსს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.  დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 50, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი -19, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.

მეტი...

ვირუსით 698 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  22 903 კვლევა ტესტით, გამოვლინდა ინფიცირების 698 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1036 პირი, დადებითობისმაჩვენებელი არის 3.05%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 647 243-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.92% ხოლო 7 დღისმანძილზე – 3.12%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 622 432-მდე.  

მეტი...

„სკოლებში ნიღბის ტარების ვალდებულება არ უნდა მოიხსნას“ – ივანე ჩხაიძე

„არ ვფლობ ინფორმაციაა, იგეგმება თუ არა სკოლებში ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნა, თუმცა, ბავშვებში, ისევე როგორ მოზრდილებში, რისკი  უცვლელი რჩება“ – აცხადებს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარან“. პროფესორის შეფასებით, საკლასო ოთახებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება. „ნიღბის ტარების უფლება უნდა დარჩეს დახურულ სივრცეში, მათ შორის საკლასო ოთახებშიც, რადგან ეს არის სივრცე სადაც მიმდინარეობს ხანგრძლივი კონტაქტი. ახლო კონტაქტი და მათი უნიღბოდ ყოფნა აუცილებლად გაზრდის ინფიცირების რისკებს. რეგულაციების შემსუბუქება უნდა მიჰყვებოდეს ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მეტი...

რუსი სამხედროები პროპაგანდისტულ ვიდეოს ავრცელებენ

„რუსეთის ჯარებმა და შეიარაღებულმა პირებმა, გარკვეული პერიოდის უკან,  პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ნათქვამია, რომ მელიტოპოლი აღარ არის უკრაინის ნაწილი. ვიდეო გამოქვეყნდა პრორუსულ ტელეგრამში “ახალი ამბების” არხზე”.- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ შეიარაღებული პირები და რუსული ჯარები მელიტოპოლის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშაზე წერენ. „დროშაზე ასევე აწერია “Z” და “V”, რომლებიც შემოსევაში მონაწილე რუსულ სამხედრო მანქანებზე ჩანს” – ნათქვამია “სიენენზე” განთავსებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მელიტპოლი სამხრეთ უნრაინის ნაწილში მდებარეობს და რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან ოკუპირებულია.

მეტი...

2 დღეში 100 000-მდე ვაქცინა გაფუჭდება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ვაქცინების მიწოდებაში წყვეტა არ ექნება. როგორც პროფესორმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ვაქცინების გაფუჭება ძალიან დასანანია. „პირველი აპრილიდან საქართველოში იქნება ახალი ვაქცინა, ახალი პარტია „ფაიზერის“. წყვეტა ვაქცინაციის პროცესში არ იქნება. გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ მაინც დაგვრჩება ფაიზერის ვაქცინის გამოუყენებელი რაოდენობა. სრულად ათვისებას ვერ მოვახერხეთ. მაგრამ პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე ინფორმაციით, აცრის მაჩვენებელი თითქმის ნულამდეა, რაც შედეგზე ვერ გაგვიყვანს.

მეტი...

იტალია შესაძლოა, უკრაინის გარანტორი გახდეს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვირტუალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. „იტალია დათანხმდა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გარანტიების ახალი სისტემის შესაბამისად, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პირველი პირის თქმით, 29 მარტს ის გააგრძელებს მსოფლიო ლიდერებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარს.  

მეტი...

„ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული“ – ჯო ბაიდენი პუტინზე

ამერიკის პრეზიდენტს პუტინის მიმართ გამოთქმულ საკუთარ პოზიციაზე კომენტარის გაკეთება და განმარტებები მოუწია. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის ისევ ფიქრობს, რომ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება, თუმცა, აქვე დასძენს, რომ პოლიტიკის ცვლილებას არ გულისხმობს და იმეორებს, რომ საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს. პრეზიდენტის განცხადებით, მას არც აინტერესებს, რას ფიქრობს მასზე რუსეთის პრეზიდენტი. „არ მაინტერესებს რას ფიქრობს. ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული. არ არის რაციონალური. მისი ბოლოდროინდელი ქცევის გათვალისწინებით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის აპირებს გააკეთოს ის, რასაც ფიქრობს“ – აცხადებს ჯო ბაიდენი. შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ყოფნისას ჯო ბაიდენმა გააცხადა,…

მეტი...

ბრიტანეთი ადასტურებს, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფება უკრაინაშია

სისასტიკით გამორჩეული „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლები  უკრაინაში იმყოფებიან. დაქირავებული შეიარაღებული ჯგუფის უკრაინაში ყოფნას ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საუბარია 1000-ზე მეტ დაქირავებულ მებრძოლზე. შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია უკრაინის მხარემაც გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებას პრეზიდენტ ზელენსკის ლიკვიდაცია ჰქონდა დავალებული.  

მეტი...

“ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით” – კულება ორმხრივ მოლაპარაკებაზე

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება დღეს, პირისპირ რეჟიმში თურქეთში, კერძოდ კი სტამბულში გრძელდება. უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან  ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით ივაჭროს. „ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით. ჩვენი პოზიცია რკინა-ბეტონისაა. ის გამყარებულია საერთაშორისო სამართლით, უკრაინის შეიარაღებული ძალებით, რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებით, აგრესორისგან თავის დასაცავად უკრაინისთვის გადაცემული იარაღით“, – განაცხადა კულებამ. უკრაინული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხის განხილვასა და წარმატებით დასრულებას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ომში ჩართული მხარეები, პირისპირ, დღეს პირველად იკრიბებიან.

მეტი...