“დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე დიდი პროგრესია მიღწეული”- მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშუღლუ აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დღევანდელი მოლაპარაკებებით მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ჩავუშუღლუ განმარტავს, რომ ზოგიერთ საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ  და იმედოვნებს, რომ  გარკვეული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება.

დღეს ვხედავთ, რომ შეხვედრაზე  პროგრესი მიღწეულია. ზოგიერთ საკითხზე მიღწეული იქნა კონსენსუსი და ურთიერთგაგება. დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. ჩვენ გვჯერა, რომ უფრო რთული საკითხები უფრო მაღალ დონეზე განიხილება. დღის წესრიგში ჯერ მინისტრების, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრაა“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მსგავსი თემები