ცეცხლი რომ შეწყდეს, ბრიტანეთი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას მაინც არ აპირებს

დიდი პრიტანეთის პრემიერის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა არ არის საკმარისი საფუძველი, რომ რუსეთს დაწესებული სანქციები მოეხსნას.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება საკმარისი საფუძველი, რომ ბრიტანეთმა რუსეთს დაწესებული სანქციები მოუხსნას. პრემიერის შეფასებით, ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე უნდა გაიზარდოს, როგორც სამომავლო ეკონომიკური ზომებით, ასევე სამხედრო დახმარების მიწოდებით და მოხდეს რუსეთის კურსის სრული ცვლილება“, – აცხადებს ბორის ჯონსონის პრესსპიკერი.

მსგავსი თემები