ვირუსს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 730 პირი ემსხვერპლა.

 დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 50, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი -19, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.

მსგავსი თემები