“ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით” – კულება ორმხრივ მოლაპარაკებაზე

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება დღეს, პირისპირ რეჟიმში თურქეთში, კერძოდ კი სტამბულში გრძელდება. უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ აპირებს მოლაპარაკების მაგიდასთან  ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით ივაჭროს.

„ჩვენ არ ვვაჭრობთ ადამიანებით, მიწებითა და სუვერენიტეტით. ჩვენი პოზიცია რკინა-ბეტონისაა. ის გამყარებულია საერთაშორისო სამართლით, უკრაინის შეიარაღებული ძალებით, რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციებით, აგრესორისგან თავის დასაცავად უკრაინისთვის გადაცემული იარაღით“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე ჰუმანიტარული საკითხის განხილვასა და წარმატებით დასრულებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ვირტუალური შეხვედრების შემდეგ, ომში ჩართული მხარეები, პირისპირ, დღეს პირველად იკრიბებიან.

მსგავსი თემები