რუსთაველი ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კლინიკა “თბილისის გულის ცენტრის“ ექიმებმა, რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უფასო გამოკვლევები ჩაატარეს. აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევებს (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაციას, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრაფიას.) კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია სამსახურის 64 ბენეფიციარს, განხორციელდა 192-მდე ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი, ლევან ამირიძე და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური…

მეტი...

„მე დამიკარგავს შვილი და ვიცი, როგორ მძიმეა ეს ყველაფერი“ – ჯო ბაიდენი ლტოლვილებს

„მე დამიკარგავს შვილი და ვიცი რაოდენ მძიმეა ეს ყველაფერი. პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინელები ფარ-ხმალს დაყრიდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, რუსები შეეჯახნენ მებრძოლ უკრაინელებს“ – ასე მიმართა ვარშავაში მყოფმა ჯო ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებს და გზავნილი რუსეთის მოსახლეობასაც გაუგზავნა. „დიქტატორი, რომელიც ცდილობს ააშენოს იმპერია, ვერასდროს ჩაკლავს თავისუფლების სურვილს. უკრაინა არასდროს დამარცხდება რუსეთთან. უკრაინელების მიდგომამ გააძლიერა დასავლეთი, რუსეთს სურდა ნატო მის თვალთახედვის არეში არ ყოფილიყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად არის. ის ფიქრობდა, რომ დაამარცხებდა დემოკრატიას. რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ არ გსურთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. მიუღებელია საავადმყოფოების, სამშობიარო…

მეტი...

„არც იფიქროთ, ნატოს ტერიტორიის ერთ გოჯ მიწაზე შემოხვიდეთ“ – ბაიდენი პუტინს აფრთხილებს

ამ წუთებში, პოლონეთში მყოფი ჯო ბაიდენი ვარშავის მოედანზე სიტყვით გამოდის და უკრაინელ ლტოლვილებს მიმართავს, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პუტინს ის არ გამოუვიდა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა. „ვლადიმირ პუტინია ამ ყველაფერში დამნაშავე. არც იფიქროთ, რომ ნატოს ტერიტორიის ერთ გოჯზე მაინც შემოხვიდეთ. ჩვენ გვაქვს წმინდა ვალდებულება, დავიცათ  ნატოს ტერიტორიები და ეს ეხება ყოველი სანტიმეტრის დაცვას, დღეს სტადიონზე ათასობით უკრაინელ ლტოლვილს შევხვდი, ისინი სვამენ ძალიან მწვავე კითხვას, რა მოუვათ, რა ელით, როგორია მათი ბედი…. ცრემლები მომადგა, ვნახე პატარა ბავშვები. ერთ-ერთმა გოგონამ მითხრა ჩემი ძმა და მამა, იმედი მაქვს, რომ კარგად იქნებიანო. მეუღლეები მამები ძმები დარჩნენ უკრაინაში…

მეტი...

„პუტინს ჰქონდა მცდელობა, დაეხრჩო დემოკრატია, ის ცინიკოსია“ –  ჯო ბაიდენი ვარშავაში ლტოლვილებს მიმართავს

ჯო ბაიდენი ვარშავის მოედანზე, სადაც უკრაინელი ლტოლვილები არიან შეკრებილები, სიტყვით გამოდის. ბაიდენი საბჭოთა კავშირის ნგრევაზე და თავისუფლების ფასზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის დრო არასდროს დაბრუნდება. „ჩვენს თქვენს მხარდამხარ ვართ, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი“ – ასე მიმართა ბაიდენმა უკრაინელ ლტოლვილებს და კიდევ ერთხელ გაამხნევა. „ნუ შეგეშინდებათ, ეს არის მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც პაპმა 30 წლის წინ თქვა. ეს არის სიტყვები, რომელიც ცვლის სამყაროს ეს მესიჯი არის ვარშავისთვის. 1979 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მაშინ, 30 წლის წინ იყო საბჭოთა რეპრესიები და ამ მესიჯებმა დასძლია საბჭოთა ძალადობა. პაპმა…

მეტი...

„ყასაბი“ – პუტინის მორიგი სახელი ჯო ბაიდენისგან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში უკრაინელ ლტოლვილებს შეხვდა, გაესაუბრა, მათ ძირითად  საჭიროებებს გაეცნო და პუტინს ახალი სახელიც დაარქვა – ყასაბი. „პუტინი ყასაბია” – ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას პუტინთან დაკავშირებით.  ვარშავაში მყოფი ჯო ბაიდენი რამდენიმე წუთში ჯო ბაიდენი პოლონეთში, მოედანზე, სადაც ათასობით ადამიანია შეკრებილი, სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მეტი...

ვიოლინოთი შესრულებული ჰიმნი – ქართულ-გერმანული ოჯახის სოლიდარობა უკრაინას (ვიდეო)

გერმანიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, ბელა ბერკემერ-მახარაძემ, ქალიშვილთან ნინა ბერკემერთან ერთად უკრაინას სოლიდარობა საკუთარი შემოქმედებით გამოუცხადა. დედა-შვილმა უკრაინის ჰიმნი ვიოლინოზე შეასრულა. „ეს არის ჩვენი მოკრძალებული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“  – ამბობს ბელა ბერკემერ-მახარაძე.  

მეტი...

„არ გაუშვათ წვევამდელები“ – ალექსეი არესტოვიჩი რუს დედებს  მიმართავს

„არ გაუშვათ შვილები პუტინის დაწყებულ ომში“ – უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ბრიფინგზე რუს დედებს მიმართა. მისი ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ომში წვევამდელების გაგზავნას ისევ აპირებს. „რუსეთში პირველი აპრილიდან გაწვევის ახალი კამპანია იწყება. როგორც უკრაინის დაზვერვისთვისაა ცნობილი, რუსეთის შეიარაღების ძალებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონტრაქტორების რაოდენობა. იგეგმება წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

მეტი...

მთავარი პოლიტიკური ცენტრი პოლონეთია, სადაც ჯო ბაიდენი იმყოფება

მთელი დღის განმავლობაში, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აქტიური შეხვედრები გრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ დრომდე პოლონეთში იმყოფება, სადაც პოლიტიკურ ლიდერებს ხვდება. პოლონეთში იმყოფება უკრაინის დელეგაციაც. ჯო ბაიდენი უკვე შეხვდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასა და თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიაკოვს. პოლონეთში იმყოფება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც, რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. მხარეებს შორის განსახილველი თემა უკრაინა-რუსეთის ომი და უკრაინისთვის საჭირო დახმარებების მორიგი პაკეტია. მათ შორისაა უკრაინელი ლტოლვილების საკითხი, რომელთა  რაოდენობამ პოლონეთში 2 მილიონს გადააჭარბა.

მეტი...

„ვინმემ რომ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ მის ქვეყანაში რომ ვინმე შემოიჭრას, თავადაც აიღებს იარაღს და იბრძოლებს. „მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ქრისტიანი ადამიანისთვის ომი საშინელებაა. ომში ჰუმანიზმი არ არსებობს. როგორი ადამიანიც არის, ისე იბრძვის. როგორც აღზარდეს, ისე იბრძვის. მეც მიომია და ვიცი, რაც არის ომი. ძალიან განვიცდი არამარტო ჩვენებს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ომი შეიწირავს. როგოც სასულიერო პირი, გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებში წყდება თუ რა იქნება შემდგომ. ჩვენ რომ ვინმემ მოგვაკითხოს ჩვენ არ ვიბრძოლებთ?! მეც ვიბრძოლებ. უკრაინაში პირველ რიგში იბრძვიან იმისთვის, რომ მტერი შეუვარდათ“…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი   ირპენთან მიმდინარე შეტაკებას ემსხვერპლა. ინფორმაციას ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ, მისი თანამებრძოლი ადასტურებს.

მეტი...

უკრაინაში ორდღიანი კომენდანტის საათი დაწესდა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში  ორდღიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა. Telegram-ზე გამოქვეყნებულ წერილში, კლიჩკომ განაცხადა, რომ კომენდანტის საათი დღეს 8 საათზე დაიწყება გაგრძელდება ორშაბათს, დილის 7 საათამდე. „სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, კიევსა და რეგიონებში კომენდანტის საათი კვლავ გამკაცრდება“- აღნიშნა მან. ასევე ვგებულობთ იმასაც, რომ კომენდანტის საათის დროს მხოლოდ სპეციალური საჭიროების მქონე მანქანებისთვის იქნება ნებადართული გადაადგილება,  ქალაქის მცხოვრებლებს კი თავშესაფრებში გასვლა განგაშის დროს შეეძლებათ. „საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაღაზიები, აფთიაქები და ავტოგასამართი სადგურები არ იმუშავებს“- ვკითხულობთ კლიჩკოს განცხადებაში.

მეტი...

„თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია უკრაინის მომავალი“- ვოლოდიმირ ზელენსკი დოჰას ფორუმზე

პრეზიდენტი ზელენსკი დოჰაში მიმდინარე ფორუმზე ვირტუალურად სიტყვით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ენერგორესურსების მწარმოებელ ქვეყნებს მოუწოდა,  გაზარდონ ნავთობისა და გაზის მოპოვება, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მხრიდან გლობალური შანტაჟი. „თქვენს ძალისხმევაზე დამოკიდებულია ევროპის მომავალი. გთხოვთ, გაზარდოთ ენერგორესურსების მოპოვება, რათა რუსეთში ყველამ გააცნობიეროს, რომ არ შეიძლება ენერგიის იარაღად გამოყენება“- განაცხადა პრეზიდენტმა ფორუმზე ჩართვისას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საჭიროა საერთაშორისო წესრიგი დაცული იყოს როგორც უკრაინაში, ასევე ავღანეთში, ერაყსა და იემენში. დოჰას ფორუმზე მიმართვისას ზელენსკიმ საერთაშორისო თანამეგობრობა გააფრთხილა, უკრაინიდან სურსათის ექსპორტზე, რუსეთის ინტერვენციის შესაძლო გავლენის შესახებ და აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყანა არ არის დაცული სურსათის მიწოდებაში შეფერხებისგან.…

მეტი...

მედვედევი იმ მიზეზებს განმარტავს, რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოთხ მიზეზზე საუბრობს, რა შემთხვევაშიც რუსეთი იძულებული გახდება, უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენის: თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი ნებისმიერი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზებას გამოიწვევს; თუ ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.

მეტი...

„აღვავლენთ ლოცვებს დავით რატიანის, გიორგი ბერიაშვილისა და ბახვა ჩიქობავასთვის“ – ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქო, უკრაინაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მებრძოლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი დიდ მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობას უცხადებს. „სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს. სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია! აღვავლენთ ლოცვებს გიორგი  ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც…

მეტი...

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ მებრძოლებს დღეს დაკრძალავენ

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ. რატიანის ცხედარი ქაშუეთის, ხოლო ბერიაშვილის თემქაზე, მარიამ ეგვიპტელის ეკლესიაშია დასვენებული. საქართველოს ორი მოქალაქე, სამშობლოში 24 მარტს, უკრაინიდან ვარშავაში, იქიდან კი თბილისში გადმოასვენეს. ისინი 18 მარტს კიევთან ახლოს, ირპენის რეგიონში, რუსების მიერ განხორციელებული შეტევის მოგერიების დროს დაიღუპნენ. დავით რატიანს და გია ბერიაშვილს სამხედრო პატივით ნავთლუღისა და თემქის სასაფლაოებზე დაკრძალავენ. უკრაინაში კიდევ ერთი გარდაცვლილი ქართველის ჩამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მეტი...

თაღლითი ქალები დააკავეს, რომლებიც უცხოელ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და ძარცვავდნენ

შსს-მ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 13 წევრი დააკავა, რომლებიც ტურისტებზე „ნადირობდნენ“. უცხოელ მამაკაცებს თავს სხვადასხვა კლუბებში აპატიჟებინებდნენდა შემდეგ დიდ თანხას სძალავდნენ. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შსს-დან აცნობეს, გახსნილია თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია. პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე…

მეტი...

ვირუსით 6 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 704 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 658 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 46, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 53, კახეთი – 43, მცხეთა-მთიანეთი -12, სამცხე-ჯავახეთი -7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

მეტი...

ვირუსით 658 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 836 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 658 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 478  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.88%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 645 959-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.7% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 478 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 615 166-მდე.

მეტი...

აფხაზეთი რუსეთს ფეხქვეშ ეგება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტების განვითარებას ეფიცება

მოსკოვში, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო მინისტრის შეხვედრა შედგა. ასლან ბჟანია კრემლში იმიტომ ჩავიდა, რომ მოსკოვისთვის ერთგულება კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა და ეთქვა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებლად ცნობს და კონტაქტებს გააღრმავებს. „დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ორ ახალი “სახელმწიფოსთან” კონტაქტების განვითარებას”, – მიმართა ლავროვმა ბჟანია. თავის მხრივ, დეფაქტო პრეზიდენტმა რუსეთს ერთგულების ფიცი კიდევ ერთხელ დაუდო. „ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გავმართეთ მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. ამჟამად აფხაზეთში დონეცკისა და ლუგანსკის…

მეტი...

კრემლს გაძლიერების და დასავლეთის „დაჩოქების“ ახალი სტრატეგია აქვს   

რუსეთი იმ ქვეყნებზე იმუშავებს, ვინც დასავლეთის „ისტერიას“ არ ემორჩილება. აღნიშნულ განცხადებს რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აკეთებს და აცხადებს, რომ საჭიროა იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვისთვისაც დასავლეთის თითის ქნევა მიუღებელია. „ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ – აცხადებს  რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და გულისხმობს ჰიბრიდულ ომს. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასავლეთის გზავნილები, რომ  დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა. შესაბამისად, ისეთი ქვეყნების შემოკრებაზე იმუშავებს, ვინც დასავლეთს არ ემორჩილება. „აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას.…

მეტი...

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ინფარქტი მიიღო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ჰოსპიტალიზებულია. მისი გაუჩნარების მიზეზიც გამოაშკარავდა. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში წარუმატებელი „სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ მას უსაყვედურა, გულის შეტევა მიიღო. „შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან”, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო. შოიგუ სამხედრო ჰოზპიტალში იმყოფება.

მეტი...

ზელენსკი და შმიგელი „ვაგნერის“ სამხედროებს უნდა მოეკლათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალის მოკვლა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ჰქონდა დავალებული. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, მარკიან ლუბკივსკი ავრცელებს. ის ამტკიცებს, რომ ზელენსკის მკვლელობის დავალება დადასტურებულია. „სურდათ, მოეკლათ უკრაინის ლიდერები – ჩვენი პრეზიდენტი და პრემიერი. ეს იყო მიზანი და რამდენიმე მათგანი უშედეგოდ გამოგზავნეს უკრაინაში“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულებას უკრაინული მხარე საერთაშორისო სასამართლოში წარადგენს და მის უტყუარობას დაადასტურებს.

მეტი...

„იქ, სადაც ტყუილის გზა ფულით უნდა გაიხსნას, შედეგი გარანტირებული არ არის” – ზელენსკის პირობები რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან მხოლოდ სამართლიან მოლაპარაკებებს თანხმდება, სხვა გზა არ მიიღება. როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აცხადებს, მოლაპარაკებების პირობები უნდა იყოს სამართლიანი, უკრაინელი ხალხი სხვას არ მიიღებს. უკრაინა გარანტირებულ სუვერენიტეტსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ითხოვს. „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, ვისაუბროთ გააზრებულად, სასწრაფოდ და პატიოსნად. მოლაპარაკება უნდა იყოს შედეგისთვის და არა დროის დასაკარგად. 16 ათასი რუსი სამხედრო უკვე დაიღუპა, რისთვის? ეს ვის რას აძლევს?“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისივე შეფასებით, ტყუილის პროპაგანდა რუსეთს შედეგს არ მოუტანს. „მსოფლიოში ალბათ არავის არასდროს დაუხარჯავს ასეთი თანხები ტყუილში, მაგრამ მათ ერთი რამ არ გაითვალისწინეს. იქ, სადაც…

მეტი...