„ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული“ – ჯო ბაიდენი პუტინზე

ამერიკის პრეზიდენტს პუტინის მიმართ გამოთქმულ საკუთარ პოზიციაზე კომენტარის გაკეთება და განმარტებები მოუწია. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის ისევ ფიქრობს, რომ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება, თუმცა, აქვე დასძენს, რომ პოლიტიკის ცვლილებას არ გულისხმობს და იმეორებს, რომ საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს.

პრეზიდენტის განცხადებით, მას არც აინტერესებს, რას ფიქრობს მასზე რუსეთის პრეზიდენტი.

„არ მაინტერესებს რას ფიქრობს. ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული. არ არის რაციონალური. მისი ბოლოდროინდელი ქცევის გათვალისწინებით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის აპირებს გააკეთოს ის, რასაც ფიქრობს“ – აცხადებს ჯო ბაიდენი.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში ყოფნისას ჯო ბაიდენმა გააცხადა, რომ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება.

მსგავსი თემები