„ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან“ – რუსეთი უკრაინას დასცინის

უკრაინის საგარეო მინისტრის გაფრთხილებას, რომ დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე ჭამისგან, დალევისგან და ზედაპირებზე შეხებისგან თავი შეიკავო, რუსული მხარე გამოეხმაურა და დასცინა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ  ახლა  უკვე გასაგებია, რატომაც მოახდინა უკრაინულმა მხარემ მათი დელეგაციის წევრის ლიკვიდირება.

„აჰა, ახლა გასაგებია კიევში უკრაინელმა ძალოვნებმა რატომ ჩაცხრილეს მათი მომლაპარაკებელი დენის კირეევი – ის ჭამდა, სვამდა და ზედაპირებს ეხებოდა რუსეთთან მოლაპარაკებებზე“,- განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რო მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრის მოწამვლასთან დაკავშირებით დმიტრო კულებამ დელეგაციის წევრებს რჩევა მისცა. რაც შეეხება დენის კირეევს, ის, თავიდან მოლაპარაკებებში უკრაინულ მხარეს წარმოადგენდა. დრეს ის გარდაცვლილია. ერთი ინფორმაციით, ის რუსებმა მოკლეს, მეორე ინფორმაციით კი, ის რუსებთან თანამშრომლობისთვის თავად უკრაინელებმა დასაჯეს.

მსგავსი თემები