შესაძლოა, უკრაინამ ალიანსის წევრობაზე უარი განაცხადოს

უკრაინულ-რუსული დელეგაციის წევრები შეხვედრით მეტ-ნაკლებად კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ პროგრესი არის. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს, უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამშვიდობო ბაზების განთავსების საკითხი იყო და ასევე, ნატოს წევრობაზე უარი. უკრაინული მხარე აღნიშნულ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებას დოკუმენტალურად აიღებენ.

საუბარია შემდეგ ქვეყნებზე: ამერიკა, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, ისრაელი და პოლონეთი, რომლებიც უნდა გახდნენ უკრაინაში მშვიდობის გარანტორები.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა კომპრომისს არ ექვემდებარება“ – რაზე შეთანხმდნენ მხარეები

 

მსგავსი თემები