თიკა კანდელაკი შესაძლოა დააპატიმრონ

უკრაინის პროკურატურა თიკა კანდელაკზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას გეგმავს. საუბარია კანდელაკის მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებასა და ომის პროპაგანდაზე. როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი აცხადებს, კანდელაკის პროცესუალური სტატუსი უკრაინაში იქნება – პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში. „უკრაინული ხელისუფლება მას სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს: “კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის/საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებას” – აცხადებს პროკურორი.  

მეტი...

უკრაინაში ომის პერიოდში 38-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა

ოფიციალური მონაცემებით, რომელსაც უკრაინის ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს, ომის დაწყებიდან დღემდე 38 ბავშვი დაიღუპა და 71 დაშავდა. როგორც ლუდმილა დენისოვა განმარტავს. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან სხვადასხვა ოლქებში მსხვერპლი გაცილებით დიდია. „ქალაქ ბუჩაში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. კიევის ოლქის ქალაქ ირპინში რუსმა ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ. სულ მცირე, ორი ბავშვი დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ბავშვთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევას, რომელიც გარანტირებულია მსოფლიოში ყველა ბავშვისთვის გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციით“ – აცხადებს…

მეტი...

„რუსეთის სამხედრო ოპერაცია შეჩერდება, თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს და დემილიტარიზაციას დასთანხმდებიან“ – პუტინი

რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს და დათანხმდებიან დემილიტარიზაციის შესახებ მოსკოვის მოთხოვნების შესრულებას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. მათივე ცნობით, პუტინმა ერდოღანს დაუდასტურა რუსეთის მზადყოფნა დიალოგისთვის, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან, ასევე უცხოელ პარტნიორებთან კონფლიქტის მოგვარების მიზნით.  

მეტი...

ელენე ხოშტარია დააკავეს

“დროას” ხელმძღვანელი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბრიფინგის დროს დააკავეს – ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკოსის facebook გვერდზე გავრცელდა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსულ მხარესთან, რათა ქართული პროდუქცია იქნას გატანილი რუსულ ბაზარზე. მან შენობისთვის რუსული წარმოების “კეტჩუპის” შესხმა სცადა, რა დროსაც ელენე ხოშტარია სამართალდამცავებლმა დააკავეს. “ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ – ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა იმიტომ, რომ ეს არის ბოროტების საყრდენი,…

მეტი...

“ეს უკრაინელების ზურგში დანის ჩარტყმაა, მეც ქართველი ვარ და მრცხვენია” – დავით არახამია ქართული პროდუქტის რუსეთში ექსპორტზე

უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია რუსეთში რძის პროდუქტების შეტანასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ეს უკრაინელი ხალხისთვის ზურგში დანის ჩარტყმა და სირცხვილია. “მინდა მივმართო ქართველ ხალხს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებას. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მოხსნა ეკონომიკური ბარიერები და სანქციები ქართულ რძეზე, ღვინოზე და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მოეპოვებინა ქართული მხრის ლოიალობა უკრაინის ომში. მე მინდა ყველა ქართველს მივმართო – მეც ქართველი ვარ, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, უკრაინა იმ წამსვე ეკონომიკური დანაკარგის გაუთვალისწინებლად, ყველანაირად დაეხმარა საქართველოს, გამოგზავნა სამხედროები, ინსტრუქტორები იმისთვის, რომ დახმარებოდა მოძმე…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ინსტიტუტზე, სადაც განთავსებულია ბირთვული დანადგარი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტებმა “გრადის” სისტემით ხარკოვის ინსტიტუტზე მიიტანეს იერიში, სადაც განთავსებულია ბურთვული დანადგარი – “ნეიტრონების წყარო”, რომლის აქტიურ ზონაში ჩატვირთულია 37 ბირთვული საწვავის ელემენტი. უწყების ცნობით, ბირთვული დანადგარისა და ბირთვული მასალების შესანახი ობიექტების განადგურება მასშტაბურ ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა.

მეტი...

“ოკუპანტები არ ჩერდებიან, ბომბავენ აეროპორტებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს” – ზელენსკი ვინიცას დაბომბვაზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ​ვინიცას დასახლებაზე 8 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. განადგურებულია აეროპორტი. ზელენსკი პარტნიორების მხრიდან საჰაერო სივრცის დაკეტვას კიდევ ერთხელ მოითხოვს. “სარაკეტო თავდასხმა მოხდა ვინიცაზე. აეროპორტი დაბომბეს ოკუპანტმა აგრესორმა რუსებმა. ოკუპანტები არ ჩერდებიან. ბომბავენ აეროპორტებს, მნიშვნელოვან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. შემოჭრილი არიან უკრაინის ტერიტორიაზე. აი, რატომ უნდა დაიკეტოს უკრაინის ცა, რომ რუსეთის რაკეტები აღარ შემოვიდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში. ტერორისტები ჰუმანიტარულ დერეფნებსაც კი უხსნიან ცეცხლს. ყოველ წუთს არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს სპეციალური გეგმით, რომ დახოცონ უკრაინელები. ამას ადასტურებენ ჩვენი დამცველების მიერ დაკავებული რუსი მფრინავებიც. მოგიწოდებთ მსოფლიო ლიდერებს, სასწრაფო რეაგირებაა საჭირო,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ვინიცას აეროპორტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ვინიცას აეროპორტს რაკეტა ესროლეს – ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

“პუტინი “რუსულ მშვიდობას” დაბნეული ბიჭების და ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავებზე აშენებს” – უკრაინელი ხალხის მანიფესტი​

რუსეთთან ომის პარალელურად ვრცელდება უკრაინელი ხალხის მანიფესტი, რომელიც 15-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც. მანიფესტის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “ჩემი სახელია მიკოლა გალუბეი, მე უკრაინის მოქალაქე ვარ. დღეს, მძიმე ფასად ვიცავ ჩემი ხალხის, ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებას. უკრაინის ისტორიაში იყო კაზაკების პერიოდი. სიტყვა “კაზაკი“,  პირდაპირი მნიშვნელობით, თავისუფალ კაცს ნიშნავს. თუ მიგაჩნია, რომ შევიწროვებულის ხმა მნიშვნელოვანია და რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ღირს, შენ შეგიძლია თავად გახდე “უკრაინელი კაზაკი“ – თავისუფალი პიროვნება, რომელიც სინათლის მხარეს დგება. 2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას, 5 საათზე, კიევში,  რაკეტების აფეთქების შემზარავი ხმის ფონზე გამეღვიძა. ვლადიმერ პუტინი უკრაინაში…

მეტი...

ოკუპანტებმა ხარკოვში დასახლებული პუნქტი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია ამ მომხდართან დაკავშირებით ცნობილი არ არის, თუმცა ვიდეომასალაში ჩანს, რომ ჭურვები დასახლებულ პუნქტს დაეცა. ცეცხლის ალში გაეხვა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომობილიც.

მეტი...

2 შენობა ჩამოინგრა, მეპატრონეებმა იცოდნენ, რომ ავარიული იყო, თუმცა არაფერი გააკეთეს – უნდა დადგეს თუ არა სს პასუხისმგებლობა?!

სამი დღეა, რაც სანზონაში, ერწოს ქუჩაზე ორი ავარიული შენობა ჩამოიშალა, ერთი დაინგრა, მეორე კი მცირედით ჩამოშალა. ნგრევის დროს პერიმეტრზე ადამიანები არ ყოფილან, წინააღმდეგ შეთხვევაში მსხვერპლი აუცილებლად იქნებოდა. რაც შეეხება შენობების მეპატრონეებს, ისინი ადგილზე არც მისულან და არც ის აწუხებთ, რომ შენობის დარჩენილმა ნაწილმა კიდევ შექმნას პრობლემა. ჩამოშლილი შენობის ნანგრევებში მოყვა ძვირადღირებული მანქანა. შენობის ერთ-ერთი დირექტორი კი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ ეს მათი ბრალეულობა არ არის მომხდარს ქარს აბრალებს. უფრო მეტის, შენობის მეპატრონეებმა იცოდნენ, რომ შენობა ავარიული იყო და ის უნდა დაშლილიყო, თუმცა არაფერი გააკეთეს. კიდევ ურო მეტიც, იურისტები სს…

მეტი...

“რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს მონობასა და თავისუფლებას შორის” – ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ წუთებში ისინი მონობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის წინაშე არიან. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, მათ არ უნდა გაუშვან აღნიშნული შანსი ხელიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიღარიბე და რეპრესიები ჩამოყალიბდება. “ამ დღეებსა და საათებში რუსეთის მოქალაქეები აკეთებენ არჩევანს მონობასა და თავისუფლებას შორის. არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა ხელიდან. თქვენთვის ეს თქვენი ქვეყნისთვის ბრძოლაა, თავისუფლებისთვის და კეთილდღეობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გექნებათ სიღარიბე და რეპრესიები,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

“ისინი ემზადებიან ოდესის დასაბომბად, ეს იქნება სამხედრო და ისტორიული დანაშაული” – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართა, სადაც განაცხადა, რომ რუსული შეიარაღებული ძალები ამჯერად ოდესის შტურმისთვის ემზადებიან. “ისინი ემზადებიან ოდესის დასაბომბად. ეს იქნება სამხედრო და ისტორიული დანაშაული,” – ათნიშნა საკუთარ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. “თქვენი პილოტები ბომბავენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენი დამცველების მიერ ტყვედ აყვანილმა რუსმა სამხედროებმა დუმილი დაარღვიეს. მათ შორის არიან იმ თვითმფრინავების მფრინავები, რომლებმაც ჩვენი ქალაქები დაბომბეს, ჩვენი მშვიდობიანი ხალხი დახოცეს. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენება, ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები, ბარათები, მისიები, ეს გუშინ არ დაგეგმილა. აგრესორმა რუსეთმა სწორედ ასე მოამზადა ეს შემოსევა – სასტიკად, ცინიკურად და ის შეგნებულად არღვევს ომის წესებს,”…

მეტი...

„1993 წლიდან ტკივილს ვატარებ“ – დემნა გვასალია უკრაინასა და საქართველოზე

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, დემნა პარალელებს ავლებს ორ ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიაზე:   “უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩემში ტკივილი გააღვიძა იმ წარსული ტრავმის, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, როდესაც იგივე რამ მოხდა ჩემს ქვეყანაშიც. ეს ისეთი რამ არის რაც ყოველთვის შენში რჩება. ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო შოუზე მუშაობა. ასეთ დროს, მოდა კარგავს არსებობის უფლებასაც. მოდის კვირეული აბსურდულად გამოიყურება. მე ვფიქრობდი, რომ გამეუქმებინა შოუ, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ყველა ძალიან ველოდით. მაგრამ შემდეგ, ვიფიქრე, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნებოდა დანებება ეშმაკთან,…

მეტი...

მარიუპოლში დაბომბვას 8 თვის ჩვილი ესმხვერპლა

მარიუპოლშ დაბობვას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.

მეტი...

მარიუპოლში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

მარიუპოლში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. “მარიუპოლში, რომელიც უკრაინელი სამხედროების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ადგილობრივი დროით 12 საათიდან დაიწყება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია”, – განაცხადა დონეცკის რეგიონული სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ. ჰუმანიტარული დერეფანი ზაპოროჟიეში რამდენიმე ქალაქსა და დაბაში გაივლის. ევაკუაცია განხორციელდება სამი ადგილიდან ავტობუსებით, ასევე, კერძო ავტომანქანებით. ცნობისთვის, გუშინ დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში “სიჩუმის რეჟიმი” გამოაცხადა და მოსახლეობას ქალაქიდან გავლის ნება დართო.

მეტი...

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გადადგა

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადადგა – სოციალურ ქსელში გავრცელდა გენერალ-მაიორ ვიქტორ გულევიჩის მიმართვა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, რის გამოც ბელარუსის არმია საჭირო ბატალიონების ფორმირებას ვერ ახერხებს. “ახსნა-განმარტებითმა სამუშაოებმა ვერაფერი შეცვალა და ვერც ცალკეული მეთაურების შეცვლა გამოიღებს სასურველ შედეგებს, რის გამოც, გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება ჩემი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ”, – ნათქვამია გულევიჩის განცხადებაში.

მეტი...

რუსმა სამხედროებმა ირპენის მოსახლეობას ცეცხლი ევაკუაციის დროს გაუხსნეს – დაღუპულთა შორის 2 ბავშვია

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ირპენის მოსახლეობას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეული ქალაქიდან ევაკუირებას ცდილობდნენ – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტის ინფორმაციით კი, სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 3 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, რამდენიმე დაიჭრა.

მეტი...

„24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის 11 000-მდე ჯარისკაცია მოკლული“ – უკრაინის გეშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი შეჭრის დღიდან რუსული საოკუპაციო ჯარების დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის 11 000-მდე ჯარისკაცია მოკლული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განაცხადებაში აღნუშნულა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაკარგეს 285 ტანკი, 985 ჯავშანტრასპორტიორი, 109 საარტილერიო სისტემა, 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 21 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 44 თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 447 საავტომობილო ტექნიკა, 2 მსუბუქი კატარღა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 უპილოტო საფრენი აპარატი.  

მეტი...

“უნდა გამოვიდეთ და გავნდევნოთ ბოროტება ჩვენი მიწიდან” – ზელენსკი უკრაინელებს მიმართავს

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს უკრაინის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და ქუჩაში, მტრის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გადაუდგე შიშველი ხელებით ტანკს, დიდი გმირობაა. “დონბასი არავის დაუჩოქებია და არავის სჭირდება მისი დაჩოქება. ჩენ მოგმართავთ ყველა მოქალაქეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვისთისაც ჯერ არ წაუშლიათ მეხსიერება პროპაგანდით, იბრძლეთ, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის, თქვენი თავისუფლებისთვის, უკრაინისთის, ხერსონთან, კიევთან და სხვა უკრაინულ ქალაქებთან ერთად. იქ, სადაც აფასებენ სიცოცხლეს. დონბასელი ხალხი ყპველთვის იქნება ჩვენი. დიდება უკრაინას! უკრაინის ქალაქების ოკუპაცია დროებითია.  ხერსონი, კონოტოპტი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ამ ქალაქების მცხოვრებლები ყოველდღე დევნიალ ოკუპანტებს საკუთარი სიმტკიცით და ერთიანობით. ეს არის გასაოცარი გმირობა…

მეტი...

გიორგი კანდელაკის სოფელში ბელადის ძეგლს თავი მოტეხეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში, საბჭოთა დიქტატორის ძეგლს თავი მოტეხეს – სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ამ ფორმას გუშინ, გვიან ღამით მიმართეს. სტალინის ეს ძეგლი ვარიანში ცოტა ხნის წინ, წითელი საღებავებითაც შეღებეს. მონუმენტი, რომელიც ახლა თავის გარეშეა დარჩენილი, დაახლოებით ერთი თვის წინ სოფლის შესასვლელში აღმართეს, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ცნობისთვის, 5 მარტი სტალინის გარდაცვალბის დღე იყო. ძეგლი სავარაოდოდ, მოკრივე გიორგი კანდელაკის ინიციატივით დაიდგა.

მეტი...

უკრაინის რამდენიმე ქალაქი ერთდროულად იბომბება

საჰაერო იერიში უკრაინის მისამართით გრძელდება,  ოკუპანტებმა ახტირკაში ავიაციით თბოელექტროსადგური გაანადგურეს. დაღუპულია 5 მშვიდობიანი მოქალაქე. აფეთქებები იყო ხარკოვშიც. დამწვარიას აცხოვრებელი სახლები. გასულ ღამეს აქტიურად იბომბებოდა მარიუპოლიც. აგრესორების სამიზნე დასახლებული პუნქტები იყო. დაბომბვის შედეგად 8 თვის ჩვილი დაიღუპა. ქალაქი ახლა სრულ ბლოკადაშია. ვერ განხორციელდა ვერც ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაც. ძლიერი აფეთქების ხმა იყო გუშინ ქალაქ ოვრუჩშიც, სადაც საცხოვრებელი სახლები დაინგრა.  

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა

რუსეთმა უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრების განადგურების ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, 1 მარტიდან უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს პირადობის დამადასტურებელ საბუთებს ჩამოართმევენ. ასევე უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს რუსი სამხედროების ცხედრების გატანა, რაც ღამის საათებში, “მუდმივი დისლოკაციის პუნქტში” მალულად უნდა განხორციელდეს და საძმო სასაფლაოზე ნომრის მინიჭებით დაკრძალონ, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ცხედრების გატანა ვერ ხერხდება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით, ნებადართულია მათი ადგილზევე განადგურება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მეტი...

მადლობელი ვარ ყველა იმ ქალაქის მერის, ვინც გვეხმარება, მათ შორის კახა კალაძის – ხარკოვის მერი

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია “УKPAIHA 24”-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც არსებულ რთულ ვითარებაში ხარკოვს ეხმარება. “მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი – ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში,”- აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

მეტი...

პუტინმა არამეგობრული ქვეყნების სიის შედგენის განკარგულება გასცა

რუსეთის ხელისუფლებამ ორი დღის განმავლობაში არაკეთილმეგობრული ქვეყნების სია უნდა შეადგინოს. განკარგულება ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასცა. რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ორი დღის განმავლობაში იმ არაკეთილმეგობრული ქვეყნების სია უნდა შექმნან, რომლებიც რუსეთის ფედერაციის, რუსული იურიდიული პირების და ასევე ფიზიკური პირების მიმართა არამეგობრულ ქმედებებს სჩადიან, – ნათქვამი დოკუემნტში, რომელსაც ხელი არამეგობრული ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა. განკარგულების თანახმად, არამეგობრული ქვეყნების კრედიტორებს რუსული კომპანიები ვალს არა ევროსა და დოლარში, არამედ რუბლში გადაუხდიან.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ჟიტომირი ოლქის ქალაქ ოვრუჩში 15 საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს

ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიანი სახლების განადგურებას აგრძელებენ – უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს ფოტოებს, სადაც რუსული ჯარების მიერ განადგურებულ იქნა ჟიტომირის ოლქის ქალაქ ოვრუჩი. ოკუპანტებმა 15 საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს, აქედან 5 მთლიანად. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა და გარდაცვლილა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 002 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 7 002 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 572 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 738, „პისიარ“ ტესტით – 2 834. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,76%, ბოლო 14 დღის – 20,84%, ბოლო 7 დღის – 17,49%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 625 372 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 554 533 გამოჯანმრთელდა, 16 366 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 2 825 833 აცრა, დღიურად აცრილია 550. ამასთან, 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 118 პაციენტი, გარდაიცვალა 32.

მეტი...

русский корабль иди НА Х*Й – ვინ არიან ქართველი მეზღვაურები?!

русский корабль иди НА Х*Й – ვინ არიან ქართველი ბიჭები რომელთა ნათქვამმა სიტყვებმა მთელი მსოფლიო მოიარა. მექანიკოსი იაშა ვარშანიძე, რომელიც არაბეთის ზღვაში მცურავი გემის ქართულ ეკიპაჟს კარგად იცნობს, “შაბათის ეთერის” კამერასთან ხმამაღლა ამბობს, რომ ქართველმა მეზღვაურებმა ბევრის სათქმელი თქვეს. იაშა, რომელიც 40 წელია ზღვაშია და მის თვალწინ მეზღვაურების რამდენიმე თაობა გაიზარდა,  საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულების  სოლიდარობას უცხადებს.  იცის რომ ხვალ შეიძლება ამის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლონ, მაგრამ, სათქმელს მაინც ხმამაღლა ამბობს! “შეიძლება, გამაგდონ მაგრამ ფეხებზე მკიდია სხვაგან ვიმუშავებ. პუტინი თეს..ა და ვენაცვალე მაგ ბიჭებს. ახალგაზრდებსაც მაგას ვასწავლი”- აცხადებს იაშა ვარშანიძე. ბიჭი, რომელიც რუს მეზღვაურებს სამ ასოზე უშვებს,…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ზელენსკი „ტვიტერის” მიკრობლოგზე წერს. „მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მორიგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხები”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

Visa და Mastercard რუსეთის ტერიტორიაზე აღარ იმუშავებს

ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის განცხადებით, Visa და Mastercard რუსეთიდან გადიან, ხოლო ტრანზაქციებს უახლოეს დღეებში შეაჩერებენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ბარათები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც არ იმუშავებს.

მეტი...

დავით არახამიას განცხადებით, ხარკოვიდან ე.წ. მწვანე კორიდორი შესაძლოა დღეს დაორგანიზდეს

ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებით, ხარკოვიდან ე.წ. მწვანე კორიდორი შესაძლოა დღეს, დღის განმავლობაში დაორგანიზდეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მეტი...

ბორის ჯონსონი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს

მომდევნო კვირას, ბრიტანეთის პრემიერი პარტნიორებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ექვსპუნქტიან სამოქმედო გეგმას შესთავაზებს. ინფორმაციას „სიენენი” ავცრცელებს. როგორც მედია წერს, ბორის ჯონსონი საკუთარი გეგმის წარდგენას კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე გეგმავს. ბორის ჯონსონი გეგმავს, მოუწოდოს საკუთარ პარტნიორებს, რომ მოახდინონ უკრაინისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება, ასევე მხარი დაუჭირონ უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფაში და მაქსიმალურად გააძლიერონ ეკონომიკური ზეწოლა პუტინის რუსეთზე. ამასთან, ბრიტანეთის პრემიერი საკუთარი გეგმით პარტნიორებს მოუწოდებს, აღკვეთონ რუსეთის მიერ უკრაინაში მცოცავი ნორმალიზება, სიტუაციის დეესკალაციისთვის მოიძიონ დიპლომატიური გზები, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული ჩართულობით და დაიწყონ სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და…

მეტი...

რუსი დედები ტყვე შვილებს ეუბნებიან, რუსეთში არ დაბრუნდნენ, რადგან სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ

წვევამდელების ერთ ბატალიონში, რომელიც კრემლმა უკრაინაში საომრად გაგზავნა, 100 კარისკაცი ირიცხება. 100-დან ცოცხალი მხოლოდ 3-5 ადამიანი გადარჩა. დანარჩენი პუტინის ომს შეეწირა. ჯარისკაცები,, რომლებიც უკრაინაში ტყვედ ჩავარდნენ თუ დანებდნენ, ძირითადად წვევამდელები არიან, რომელთაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება გააჩნიათ. მათი ასაკი 17 წლიდან იწყება. ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ სად მიდიოდნენ და არანაირ დოკუმენტზე მოუწერიათ ხელი. ტყვეებს უკრაინელები სახლში, ოჯახის წევრებთან არეკინებენ.  მშობლები კი მათ ეუბნებიან, რომ არ უნდა დაბრუნდნენ, რადგანაც, რუსეთში მათ სამუდამო პატიმრობა ელოდებათ. ჩანაწერი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა, საკმაოდ მძიმე მოსასმენია. ჩანაწერს უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს რუსი ტყვე: დედა გამარჯობა. დედა: ვანკა,…

მეტი...