“რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის”- ვლადიმირ მედინსკი

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის.

მისივე განმარტებით, კიევი პირობას დებს რომ სამხედრო ალიანსებში არ გაწევრიანდება.

კიევი პირობას დებს, რომ უარს იტყვის სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე, უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებაზე და გარანტორი ქვეყნების თანხმობის გარეშე სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე.

უსაფრთხოების გარანტიები არ ვრცელდება ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე, უკრაინა უარს ამბობს ყირიმისა და სევასტოპოლის სამხედრო გზით დაბრუნების სურვილზე და აცხადებს, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ შეესაბამება ჩვენს პოზიციას, მაგრამ უკრაინამ საკუთარი მიდგომა ჩამოაყალიბა”- განაცხადა მედინსკიმ.

მსგავსი თემები