უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით ქართველების გაყვანის მიზნით სპეცრეისი 30 მარტს ჩაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით მარშრუტი 30 მარტს შესრულდება.

ავტობუსები ლვოვივარშავის მიმართულებით დამატებით გავა 30 მარტს უკრაინის დროით09:00 საათზე.

მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე: +380 (63) 376 77 68; +380 (63) 376 73 64“, – აღნიშნულია  უწყების ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას და ქმედით დახმარებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებსუკრაინის ტერიტორიის დატოვებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

მსგავსი თემები