სახელმწიფო კანცელარიასთან დაკავებები დაიწყო

მთავრობის კანცელარიასთან ხმაურია. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. დაკავების მიზეზი კი კანცელარიის მიმართულებით, სადაც სამართალდამცველები იყვნენ გამაგრებულები რუსული ტუალეტის ქაღალდების სროლა და რუსული ფქვილი შეყრა გახდა.  

მეტი...

რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება დასრულდა

ორმხრივი მოლაპარაკების მესამე ეტაპი დასრულდა. უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის. „ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ პოდოლიაკმა.  

მეტი...

დაახლოებით ერთი საათია, მოლაპარაკების მესამე ეტაპი დაიწყო

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციის წევრები დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებას მართავენ. შეხვედრის ადგილი უცვლელია – კრაინა-ბელარუსის საზღვართან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა “ტვიტერზე” სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შეწყვეტაა. თავის მხრივ, კრემლიც აჟღერებს საკუთარ ულტიმატუმს, რა შემთხვევაში შეწყდება ცეცხლი:  უკრაინამ სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს; კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსი გაიწეროს; ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა აღიაროს;  სცნოს „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა.  

მეტი...

„ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ“ – ევროპარლამენტარი საქართველოზე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინაპირობას ახსენებს და ამბობს, რომ  ამისათვის საჭიროა ევროპულად მოქცევა. „600-ზე მეტმა ევროპარლამენტარმა მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას იმ ჩანაწერით, რომ ევროპულმა საბჭომ უნდა დაიწყოს დისკუსიები უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებზეც. რასაკვირველია, საქართველოს ყოველთვის აქვს მხარდაჭერა, ეს მხარდაჭერა ექნება ჩემგანაც, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქვეყანამაც უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს, იყო ევროპელი, განსაკუთრებით მთავრობამ. ეჭვი არ მეპარება ქართველ ხალხში, მაგრამ ეჭვები მაქვს არსებული ხელმძღვანელობის მიმართ. მათი ქმედებები ყოველთვის არ არის ევროპული“ –  აცხადებს ევროპარლამენტარი.  

მეტი...

რუსული მხარე შეთანხმების დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსულ-უკრაინული მხარეები მორიგი, მესამე მოლაპარაკებისთვის ემზადებიან. ცოტა ხნის უკან, კრემლმა ის პუნქტები დაასახელა, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს. მოთხოვნები პესკოვმა „როიტერთან“ გააჟღერა. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მალე დაიწყება, რუსული მხარე შეთანხმების დარღვევაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. „ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არსებული საკითხები არ შეცვლილა. ეს არის: პოლიტიკური დარეგულირების საკითხი; საერთაშორისო ჰუმანიტარული თემატიკა და კონფლიქტის სამხედრო დარეგულირება. წინა შეხვედრის დროს ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ეხება ჰუმანიტარულ კორიდორებს მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად სამხედრო შეტაკებების ზონიდან. რუსეთის მხარემ მეორე დღიდანვე დაიწო ამ ვალდებულებების შესრულება, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე. პრაქტიკულად. არაერთი შეთანხმება,…

მეტი...

რა შემთხვევაში შეწყდება ომი – რას ითხოვს კრემლი?!

კრემლი უკრაინას ულტიმატუმს უყენებს და ომის შეწყვეტის პირობებს ასახელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ომი შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეწყდეს, თუმცა, ამისთვის საჭიროა, უკრაინამ რუსეთს მოთხოვნები შეასრულოს. ·        უკრაინამ სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვიტოს; ·        კონსტიტუციაში ნეიტრალური სტატუსი გაიწეროს; ·        ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა აღიაროს; ·        სცნოს „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. „ჩვენ სინამდვილეში ვასრულებთ უკრაინის დემილიტარიზაციას. ჩვენ მას დავასრულებთ. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ უკრაინამ დაასრულოს მისი სამხედრო მოქმედებები. მათ უნდა შეწყვიტონ თავიანთი სამხედრო მოქმედებები და მაშინ აღარავინ აღარ ისვრის,“- განაცხადა პესკოვმა „როიტერმა“.  

მეტი...

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს რამდენიმე დღეში განიხილავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის,  შარლ მიშელის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღების საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. “ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ”, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

მეტი...

როგორ ძარცვავენ საქართველოს მოსახლეობას?!

გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა. რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდის დაზიანების გამო შეჩერდა მატარებლების მოძრაობა. მატარებლები ვერც ხვალ იმოძრავებენ აღნიშნულ მონაკვეთზე. აღნიშნული ერთგვარი „ხეირი“ აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისა და „მატარებელი ჯი“-სთვის. კერძოდ, მათ, ვისაც მატარებლის ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მგზავრების მიზეზით არ შექმნილა. გადახდილი თანხის დაახლოებით ნახევარს უბრუნებენ. ასე მაგალითად, თუ მგზავრმა ბილეთში 17 ლარი გადაიხადა, 11,80 ლარი დაუბრუნეს. „მატარებელი ჯი“-ში აცხადებენ, რომ თავად არაფერ შუაში არიან, რადგან ამ თანხას რკინიგზა აჭრის. რკინიგზაში კი ამბობენ, რომ რაფერ შუაში არიან. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ გაჭირვებულ ხალხზე, რომლებმაც თბილისამდე…

მეტი...

„ომის ბავშვი“ – შემზარავი კადრები (ვიდეო)

ეს 9 წლის უკრაინელი ბავშვია, რომელიც საკუთარ სამშობლოში ომს გამოექცა. გვერდით არც დედა ჰყავს და არც მამა. არავინ ისიც როგორ, მაგრამ, მან მოახერხა და  საზღვრამდე მარტო მიაღწია. მას თან ჰქონდა პირადობა და ტელეფონის ნომერი. სხვა დანარჩენს თავად კადრები ამბობს.  

მეტი...

უკრაინისა და რუსეთის საგარეო მინისტრები ანტალიაში შეხვდებიან​

უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის  საკითხში აქტიურად მონაწილეობს თურქული მხარე. სწორედ მათი ჩართულობით, ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო მინისტრების შეხვედრა ჩაინიშნა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, შეხვედრა 10 მარტს გაიმართება და მას სამმხრივი ფორმატი ექნება. „ჩვენი მთავარი მიზანი კონფლიქტების შეჩერებაა. სამმხრივ სამიტს გავმართავთ ხუთშაბათს, 10 მარტს. ჩვენ დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ მხარეთა შეხვედრის უზრუნველსაყოფად. ლავროვმა განაცხადა, რომ მზად არის, დაესწროს ანტალიაში გასამართ შეხვედრას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განაცხადა, რომ დაესწრება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ. შეახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მორიგი, მესამე მოლაპარაკება დღეს ისევ ბელორუსის საზღვართან იმართება.  

მეტი...

რუსეთის არამეგობარი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა

რუსეთის ფედერაციაში დაამტკიცეს იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი,  რომლებიც რუსეთის „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ. ჩამონათვალში საქართველო ვერ მოხვდა. რაც შეეხება რუსეთის არამეგობარ ქვეყნებს, მათი ჩამონათვალი შემდეგია: ავსტრალია დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისლანდია კანადა ლიხტენშტეინი მონაკო ახალი ზელანდია ნორვეგია კორეა სან-მარინო სინგაპური ამერიკის შეერთებული შტატები ტაივანი უკრაინა მონტენეგრო შვეიცარია იაპონია. ოკუპანტი რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ჩვენს ქვეყანას მეგობარ ქვეყნად თვლის.

მეტი...

„არ წავა ჩვენი ხალხი რუსეთში“ – რუსეთი უკრაინელებს ჰუმანიტარულ დერეფანს რუსეთში სთავაზობს   

რუსეთის მხრიდან გამოცხადებულ ჰუმანიტარულ დერეფანს, რომელიც უკრაინიდან მოსახლეობას რუსეთში გადაყვანას გულისხმობს, უკრაინის ხელისუფლება ეხმიანება. როგორც  ვიცე-პრემიერი აცხადებს, ეს წინადადება აბსურდი და მიუღებელია. „რუსები აცხადებენ, რომ მზად არიან ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად, მაგრამ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით. ანუ მათ სურთ, რომ ჩვენი მოქალაქეები წავიდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიისკენ. ეს აბსურდული, ცინიკური და მიუღებელია,“- აცხადებს ირინა ვერეშუკი. მისივე შეფასებით, უკრაინის მოსახლეობა არ წავა რუსეთის მითითებულ ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებით. „ეს გზა მიუღებელია.  არ წავა ჩვენი ხალხი ივანკოვიდან, დიმერიდან, ვიშგოროდიდან, კიევის მიმდებარე ტერიტორიიდან ბელარუსში, იმისთვის რომ შემდეგ თვითმფრინავებით რუსეთის ფედერაციაში ჩავიდნენ. იმედი მაქვს, საფრანგეთის პრეზუდენტ ემანუელ…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი ისევ ცის დახურვას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს ისევ მოუწოდებს, დახუროს უკრაინის ცა, რომ მოსახლეობის ჟლეტვა კიდევ არ გაგრძელდეს. „კიდევ რამდენი უნდა დაიღუპოს, რომ უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ? რით განსხვავდება ხარკოვსა და ნიკოლაევში მცხოვრები მშვიდობიანი ხალხი ჰამბურგსა და ვენაში მცხოვრებთაგან? ჩვენ გადაწყვეტილებას ველით. ან ცის გაწმენდა ან ძალა, რომელიც გაგაჩნიათ. მოგვეცით თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებები, რომლებიც საჭირო ძალას მოგვცემდა“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. დასავლელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინას დამატებით თვითმფრინავები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიაწოდოს. ცის დახურვაზე კი უკრაინამ უარი მიიღო, რადგანაც ეს ევროპის ომში ჩაბმას ნიშნავს.  

მეტი...

კიევის ცენტრში, დღეში ორჯერ უკრაინის ჰიმნი გაჟღერდება  

კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, დღეში ორჯერ – 07:00 და 12:00 საათზე უკრაინის ჰიმნი გაჟღერდება. „დღეიდან, მაიდანზე ამოქმედდება მუსიკალური შადრევნები, სადაც 7:00-ზე და 12:00 საათზე უკრაინის ეროვნული ჰიმნი შესრულდება“, – აცხადებს კიევის მერიის  წარმომადგენელი.  

მეტი...

ჰააგის სასამართლომ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო

ამ წუთებში, ჰააგის სასამართლოში სიტყვით უკრაინის წარმომადგენელი გამოდის, რომელიც რუსეთს მხრიდან უკრაინაში განხორციელებულ სისასტიკეზე საუბრობს. „ეს ისეთივე ვითარებაა, რაც მეორე მსოფლიო ომს მიესადაგება. მსოფლიომ ნახა არნახული აგრესიის მაგალითი, ეს არის გენოციდი, რომლისთვისაც რუსეთი უნდა  დაისაჯოს. რუსეთს მხარი ედება უკრაინის მიმართ გენოციდის ჩატარებაში და ჩვენ ამას დავადასტურებთ. ის შეიჭრა დამოუკიდებელ სახელმწიფოში“ – აცხადებს უკრაინის წარმომადგენელი ჰააგაში.

მეტი...

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფანი სანდო არ არის და რუსები მაინც ისვრიან

უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, რომ ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის დროსაც ფხიზლად იყვნენ და რუსეთის „სამშვიდობო პოლიტიკას“ ნუ ენდობიან, რადგანაც მათ მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს. როგორც თავდაცვის მინისტრი ალექსანდრე რეზნიკოვი აცხადებს, ახლოვდება დრო, როდესაც  რუსი წვევამდელები სარდაფებში დამალვას დაიწყებენ, რომ  ომში არ გაგზავნონ. უკრაინა ოკუპანტების მხრიდან მორიგ აგრესიულ შეტევას კიევზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვსა და მიკოლაევზე ელოდება. „რუსი ოკუპანტები თავისი ძალებისა და რესურსების კონცენტრირებას ძირითადად კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მიკოლაევის მიმართულებით ცდილობენ. ფხიზლად ვართ, რუსული ჯარები ყველა მიმართულებით მიიღებენ მკაცრ წინააღმდეგობას,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ დერეფანს, მინისტრის განცხადებით, ესეც ერთგვარი სატყუარაა.…

მეტი...

„ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში რუსული სისასტიკის შესახებ მორიგ გზავნილს ავრცელებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა. „ოკუპანტები აანონსებენ სიმხეცეს, რადგან არ არის რეაქცია, არის სიჩუმე, არც ერთი სიტყვა, თითქოს დასავლელი ლიდერები გაქრნენ… ,ან ოფიციალურად დააანონსა ჩვენი ტერიტორიის დაბომბვა, ჩვენი თავდაცვის კომპლექსის საწარმოების დაბომბვა. უმეტესობა მათგანი აშენებულია ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს ქალაქებში.  იქ ათასობით ადამიანი მუშაობს, ასობით ათასი ცხოვრობს იქვე. ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა. მე არ მომისმენია ამ განცხადებაზე მსოფლიოს არც ერთი ლიდერის, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსის რეაქცია. იფიქრეთ ოკუპანტების დაუსჯელობის გრძნობაზე, ისინი გეგმავენ სისასტიკეს“ –…

მეტი...

ვირუსით 32 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 562 614. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 398 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 128, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 58, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 51, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

ვირუსით 910 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 685 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 626 282. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.28%.

მეტი...

„ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა უკრაინის თემით დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს ომი დროზე უნდა დასრულდეს. „140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. ყველანი ვლოცულობთ, მალე დასრულდეს ომი უკრაინაში“ – განაცხადა პრემიერმა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვაზე გადავიდა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი წამლების გაიაფება იყო. „დაპირებისამებრ, ჩვენ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი. გავხსენით თურქეთის ბაზარი. საქართველოში წამლები უკვე შემოსულია და აფთიაქებში უკვე იყიდება. საუბრის ყველაზე მოთხოვნად წამლებზე“ – განაცხადა პრემიერმა.  

მეტი...

რუსეთი უკრაინის 4 ქალაქში ჰუმანიტარულ დერეფანს ხსნის

10:00 საათიდან რუსეთი უკრაინის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს, ქვეყანა დატოვონ. ჰუმანიტარული დერეფანი  კიევს, ხარკოვს, სუმს და მარიუპოლის შეეხება. პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტის თხოვნით მიიღო. კიევში მყოფ სამოქალაქო პირებს სთავაზობენ ჯერ ბელარუსში გადავიდნენ და იქიდან რუსეთში. ხოლო მარიოპულიდან, ხარკოვიდან და სუმიდან რუსეთის ქალაქებში ტაგანროგსა და ბელგოროდშიგადაიყვანენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ორმხრივ მოლაპარაკებებშიც  დაადასტურა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა, თუმცა, ის დაარღვია და  სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნა.  

მეტი...

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება დღეს გაიმართება

ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკება ჰქვია პროცესს, რომელიც რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის დღეს, უკვე მესამედ გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ჯერზე მხარეებმა შეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომელიც ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას და მშვიდობიანი მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანას ნიშნავს, რუსულმა მხარემ შეთანხმების პირობები დაარღვია და ცეცხლი სწორედ ჰუმანიტარული დერეფნის ეპიცენტრში გახსნა. უკრანული მხარე, ამჯერადაც ცეცხლის შეწყვეტისა და რუსული ჯარების უკრაინის ტერიტორიიდან გასვლას მოითხოვს, პუტინი კი აცხადებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.    

მეტი...

უღელტეხილზე ავარიის გამო მატარებლის მოძრაობა შეჩერდა  

გამთენიისას, უღელტეხილის მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ მარელისთან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა რკინიგზაზე გარდამავალი საავტომობილო ხიდი. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მომხდარის გამო, მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია. „ასევე დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. მომხდარის გამო, დღეს დილიდან სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“ – აცხადებენ რკინიგზაში.

მეტი...

ჰაკერებმა რუსულ არხებზე უკრაინის ომის კადრები გაუშვეს 

ჰაკერები პუტინის წინააღმდეგ ომს აგრძელებენ. ამჯერად, „ანონიმუსმა“ რუსეთის სახელმწიფო არხების სტრიმინგსერვერებში შეაღწიეს და ეთერში  უკრაინის ომის ამსახველი ვიდეომასალა გაუშვეს. საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად, რომელიც ამ არხებზე უნდა გასულიყო, ჰაკერებმა ხარკოვის დაბომბვის კადრები გაავრცელეს. ასევე. გზავნილი, რომ ომი პუტინის რეჟიმმა დაიწყო.

მეტი...

რუსეთი უკრაინის გასანადგურებლად სირიელ მებრძოლებს ქირაობს

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რომელიც ამერიკელ ოფიცრებს ეყრდნობა, კრემლს უკრაინაში სირიელი მებრძოლები შეჰყავს. როგორც გამოცემა წერს, რუსეთი სირიელ მებრძოლებს 200-300 დოლარს უხდის უკრაინელების გასანადგურებლად. მათ ექვსი თვის ვადით ქირაობენ.    

მეტი...

ვლადიმერ პუტინი საკუთარ ჩინოვნიკებს დაერია და ქონებას ართმევს

ვლადიმერ პუტინს, ევროპისა და ამერიკის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ ისე გაუჭირდა, საკუთარ ჩინოვნიკებს დაერია. რუსეთის პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირებისთვის კორუფციული სახსრების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას. კერძოდ, თუ რუსმა ჩინოვნიკმა ან მისი ოჯახის წევრმა მიიღო თანხა, რომელიც აღემატება მათ მთლიან შემოსავალს საანგარიშო პერიოდისა და წინა ორი წლის განმავლობაში, მას მოუწევს ამ შემოსავლის რეალობის დადასტურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონება სახელმწიფოს გადაეცემა. ასევე, პროკურორებს დაევალათ, გადაამოწმონ თანამდებობის პირების მხრიდან ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით მიწოდებული ყველა ინფორმაციის სიზუსტე.  

მეტი...

„არ ვაპატიებთ… იქნებ განკითხვის დღე“ – ვოლოდიმირ ზელენსკი 

შენდობის კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმრთვა გაავრცელა სადაც აცხადებს, რომ უკრაინელების სიცოცხლე არავის შერჩება. პრეზიდენტის თქმით, შენდობის კვირას ადამიანები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ, თუმცა, ომის პირობებში ეს არავის გახსენებია. „არ ვაპატიებთ დაბომბილ საცხოვრებელ კორპუსებს, არ ვაპატიებთ რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო „ოხმატდეტის“ თავზე და 500-ზე მეტ ასეთ რაკეტას, რომლებიც მოხვდა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში, ჩვენს ხალხს, ბავშვებს. არ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანების სიკვდილით დასჯას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას. არ ვაპატიებთ ასობით მსხვერპლს, ათასობით და ათასობით ტანჯვას. და ღმერთი არ აპატიებს დღეს, ხვალ, არასდროს. პატიების ნაცვლად, იქნება განკითხვის დღე. დარწმუნებული ვარ ამაში“,…

მეტი...

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს „ადამიანის უფლებათა ოფისის“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე მინიმუმ 364 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 25 ბავშვია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი ოდენობაა 80-ზე მეტია. „სამოქალაქო მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეული იყო ასაფეთქებელი იარაღის, მათ შორის მძიმე არტილერიის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, გამოყენებით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია საბოლოო არ არის, რადგანაც მსხვერპლი გაცილებით დიდია. ინფორმაცია დაღუპულების შესახებ უკრაინის სახალხო დამცველის ოფისმაც გაავრცელა.

მეტი...