„მმართველი გუნდი  ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა დასრულდა.  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იყო. „გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. “ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები, გავმართეთ დისკუსია.  შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმაში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. მისივე შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი…

მეტი...

„რუსეთიც ოკუპანტია, აზერბაიჯანიც და თურქეთიც“ – მეუფე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს რომ მას რუსეთთან კავშირები აქვს და ჩასვლაც უწევს და ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო ოკუპანტია.   „ქართული მიწები ოკუპირებული აქვს თურქეთსაც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც. ტაო-კლარჯეთი საქართველოა, საინგილო საქართველოა, გარეჯი საქართველოა და ეს არასდროს შეიცვლება. მხოლოდ რუსეთი არ არის ოკუპანტი. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი“ – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).    

მეტი...

„არანორმალურია, პატრიარქს მიუთითო გადადგეს“ – მეუფე ნიკოლოზი

წმინდა სინოდის წევრი, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი სინოდის სხდომაზე პატრიარქის საკითხის დაყენებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამას ვერც ვერავინ გაბედავს. „ვინც იძახის იძახის, თავის თავზე იძახის. 25 წელია ეპისკოპოსი ვარ და წინასწარ არასდროს გვცოდნია, სინოდის სხდომაზე რა საკითხები განიხილება. პატრიარქი ძალიან ბრძენია და ვერავინ მოახდენს მასზე გავლენას და მადლობა ღმერთს, რომ ეს ასეა. გვქონია შემთხვევები, როცა სინოდის ერთმა წევრმა გაბედა და მიიღო კიდეც, როცა პატრიარქს გადადგომაზე მიუთითა. ეს არანორმალური საქციელია, როცა პატრიარქს ეტყვი რომ გადადგეს“ – განაცხადა მეუფემ. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდი შეიკრიბება. რა…

მეტი...

„პატრიარქის გადაყენებას ვერ მოესწრებიან“ – მეუფე

გავრცელებულ ინფორმაციას, წინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) უპასუხა და განაცხადა, რომ ვერ მოესწრებან. „თეოლოგებს გადაეცით, ვერ მოესწრებიან ამას.  წინასწარ არავინ იცის რა საკითხები იქნება განხილული სინოდის სხდომაზე, იმიტომ რომ დღის წესრიგი ჩვენ მაშინ გვეუწყება, როცა სინოდი დაიწყება. არ მგონია, რამე სახის მსჯელობა იყოს  მეუფე პეტრეზე. 25 წელია ეპისკოპოსი ვარ და წინასწარ არასდროს გვცოდნია, სინოდის სხდომაზე რა საკითხები განიხილება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა. შეგახსენებთ, რომ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი პატრიარქის ჩანაცვლება იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს დეკანოზი…

მეტი...

„არანაირი პრობლემა არ არის, ველოდებით იურიდიული განყოფილების გადაწყვეტილებას“ – ირაკლი აბუსერიძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, რაგბისტი ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტად რეგისტრაციზე უარის თქმას ეხმიანება და ამბობს, რომ რეესტრის განცხადება მნიშვნელოვანი არ არის.   “ჩვენ გვქონდა 30 – დღიანი ვადა, რომ ხარვეზი გამოგვესწორებინა, ეს ხარვეზი გავასაჩივრეთ საჯარო რეესტრში და განიხილა იურიდიულმა სამსახურმა. ჩვენთვის ის არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოწერილი ხელახალი პასუხი. ჩვენთვის რეესტრის ეს განცხადება მნიშვნელოვანი არ არის, ჩვენ ველოდებით ჩვენს საჩივარზე იურიდიული დეპარტმენტის გადაწყვეტილებას. ხარვეზი არასწორად იყო დადგენილი, სამართლებრივად ჩვენ მყარი საფუძვლები გვაქვს და არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ ველოდებით საჯარო რეესტრის იურიდიული განყოფილების გადაწყვეტილებას, სადაც გვქონდა ზეპირი მოსმენა…

მეტი...

საჯარო რეესტრმა ირაკლი აბუსერიძეს პრეზიდენტობაზე უარი უთხრა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პარლამენტის ყოფილი წევრი, რაგბისტი ირაკლი აბუსერიძე  რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა და უარი უთხრა. “2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია „საქართველოს რაგბის კავშირის“ პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია. რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც; ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო. აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ…

მეტი...

მოსწავლეებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ, ივლიან სკოლაში თუ ონლაინ ჩაერთვებიან პროცესში

15 თებერვლიდან სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა. აღნიშნული რეკომენდაციები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. „თავის მხრივ, სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას. ამ გზით ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა

„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილები და ინვესტიციები უმთავრესი პრიორიტეტებია, ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები და იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიდგას, რათა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე ქვეყანამ კონკურენტული პოზიცია და ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების პოტენციალი შეინარჩუნოს. აღინიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების რაც შეიძლება მალე დაძლევისა და ჯერ კიდევ მოქმედი შეზღუდვების უფრო თამამად შემსუბუქების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია დადგენილი წესებისა და რეგულაციების აღსრულება – მათ შორის პირბადის სწორად გამოყენება და სოციალური …

მეტი...

„ჩემი პასუხისმგებლიბაა, გაგაფრთხილოთ“ – რამდენ მაგნიტუდას გაუძლებს თბილისი?!

„ნაკლები ხარჯი და მეტი მოგება დეველოპერების მხარეს.  ასეთია დღევანდელი რეალობა, რომელსაც ჩვენი ქალაქი და ამ ქალაქის მოსახლეობა ეწირება. ეს არის კატასტროფა ამ ქალაქისთვის“ – აცხადებს „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი და სეისმოლოგი თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავართან“. როგორც სეისმოლოგი განმარტავს,  ქვეყანაში საკადრო შიმშილია, რასაც რთულ რეალობამდე მივყავართ. „ეს არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, თქვენ ამის შესახებ გაგაფრთხილოთ. სამშენებლო ბიზნესის ასე თავის ნებაზე მიშვება არ შეიძლება და ამისი უამრავი მაგალითი არსებობს. რეალურად, დღეს ვერავინ გეტყვით, რამდენ მაგნიტუდაზეა თბილისის მშენებლობები გათვლილი და ეს ახალი კარპუსები რამდენ მაგნიტუდიან მიწისძვრას გაუძლებს, რადგან, აკეთებს ვინმე რამეს? რამე ორგანიზაცია აღრიცხავს?…

მეტი...

„ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება“ – ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის მაისამდე ახალი საარჩევნო  კანონმდებლობა უნდა დაამტკიცოს. ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის წესსაც ცვლის. როგორც პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გარანტია მისა, რომ თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნება, არსებობს.    „საარჩევნო ცვლილებების მიღების შემდეგ, თამარ ჟვანია ავტომატურად წავა.  ახალი კანონით ცესკოს თავმჯდომარე ახლებურად უნდა აირჩეს და ჟვანია სავარძელში როგორ ჩაფრინდება? მიღებული იქნება ახალი კანონი, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის ახალი წესით არჩევას განსაზღვრავს. ბუნებრივია, ჟვანია ულუ და ჟვანია ნარინი ვერ გვეყოლება,  უნდა იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე”, – განუცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებს. მისვე თქმით, ეს არის ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც მათ მმართველ…

მეტი...

“თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვეღარ იქნება” – ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, იგივე პოზიციაზე მუშაობას ვერ გააგრძელებს.  მისი თქმით, აღნიშნულის გარანტია საარჩევნო სისტემის რეფორმაა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესს ცვლის. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია დაკომპლექტდება განსხვავებული წესით, რაც თავისთავად მოიაზრებს თამარ ჟვანიას აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. ეს რეფორმა გულისხმობს, რომ სხვა წესით უნდა მოხდეს ახალი თავმჯდომარის არჩევა. ახალი თავმჯდომარე თამარ ჟვანია ვეღარ იქნება“ – განაცხადა იოსელიანმა. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფ უკვე მუშაობს. ახალი კანონპროექტი პარლამენტმა 2021 წლის მაისამდე უნდა დაამტკიცოს.

მეტი...

რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ოკუპაციას და ადამიანთა გატაცებას აპროტესტებენ

რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქცია მიმდინარეობს.  ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ და მოხალისეები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ დაიძვრნენ და განაცხადეს, რომ შაბათს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართომასშტბიანი აქცია გაიმართება. სხვილოს ციხე სწორედ ის ადგილია, საიდანაც ზაზა გახელაძე გაიტაცეს. „თავისუფლება ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს საქართველოში“ – ასეთია აქციის მონაწილეთა ლოზუნგი. „რაც უფრო მეტი აქტიურობა იქნება საზოგადოების მხრიდან, მეტი რეაქცია იქნება მსოფლიო საზოგადოების მხრიდანაც და უფრო მეტი დისკომფორტი შეექმნება რუსეთის მთავრობას, თავისი ძალადობრივი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელი ასევე იყო ოკუპანტების ტყვეობაში.…

მეტი...

“მაგნიტუდა 5 თბილისისთვის შეიძლება დამღუპველიც კი იყოს” – სეისმოლოგი თეა გოდოლაძე “მედიაცენტრ მთავარში” 

„მიწისძვრა თქვენ არ გკლავთ, თქვენ გკლავთ თქვენივე აშენებული შენობები“ – აცხადებს თეა გოდოლაძე „მედიაცენტრ მთავარში.“ „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა და სეისმოლოგმა მშენებლობის კუთხით ქალაქში არსებულ ქაოსსა და მიწისძვრის საფრთხეზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქისთვის, მაგნიტუდა 5-იც დამღუპველი შეიძლება იყოს.   „მიწისძვრა თქვენ არ გკლავთ, თქვენ გკლავთ თქვენივე აშენებული შენობები. სამწუხაროდ, დღევანდელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რაც ამ ქალაქში ხორციელდება, არის ყოვლად დაუშვებელი იმ საფრთხიდან გამომდინარე, რა საფრთხეც ამ ქალაქს მიწისძვრის კუთხით გააჩნია. მაგნიტუდა 5 შეიძლება იყოს დამღუპველიც კი. პირდაპირ ვიტყვი, უკვე მოსარიდებელიც კი არაფერია, ამდენი უცოდინარობა კარგს არაფერს  მოგვიტანს, განსაკუთრებით…

მეტი...

გენგეგმის ნაცვლად, კერძო ინტერესებზე მორგებული ბიზნეს გეგმა – დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განაშენიანების გენგეგმაზე

“აქოლისმა” გენ.გეგმის ნაცვლად კერძო ინტერესებზე მორგებული “ბიზნეს გეგმა” წარუდგინა მცხეთის მერიას და საკრებულოს“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე და ფიქრობს, რომ კომპანიის საქმიანობით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.   “აქოლისის” მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის წარდგენილი კონცეფცია, რომელიც ქალაქს და მის მოსახლეობას 6 წლიანი მორატორიუმი “დაუჯდა” და თანაც, ის, ამაში სახელმწიფოსგან საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვს, შესაბამისი უწყებების შესწავლის საგანი უნდა გახდეს.  ამ საკითხთან დაკავშირებით არც წარსულში მოვრიდებივარ მწვავე განცხადებებს, მაგრამ, როგორც ჩანს “მსურ ველებს” უღირთ, ამოეფარონ სიწმინდეებს და უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულებები ტურისტული ნაკადების საეჭვო განაწილების ინსტრუმენტად აქციონ. ასეთი ეჭვები იუნესკოს ექსპერტებმაც გამოთქვეს…

მეტი...

გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის ჩანაცვლება იგეგმება – საპატრიარქოს პასუხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ ადასტურებს და ფანტაზიას უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი განიხილება. ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას ასე  ეხმაურება: „ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,- ცნობილია, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა არის ჩანიშნული, თუმცა, კონკრეტული განსახილველი საკითხები გასაჯაროებული  არ არის. რაც შეეხება რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას, საუბარია, რომ  სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ. კერძოდ: „გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში, 31 იმერეთში, 18 კი გურიაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 86 თბილისში, 31 იმერეთში, 18 კი გურიაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 8 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 298 პირი ემსხვერპლა. ამასთან, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 6 593 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 204 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 736 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09 პროცენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 736 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 887, „პისიარ“ ტესტით – 2 706. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 228 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 350 გამოჯანმრთელდა, 3 298კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 229 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი. ამასთან, 7 თებერვლის…

მეტი...

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია 22 წლის მამაკაცი

ცხვარიჭამიაში 3 თებერვალს მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია 22 წლის მამაკაცი. მას განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა 43 წლის მამაკაცს, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას გულმკერდის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“103 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება. “დღეს აღინიშნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე. 103 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება. 100 წლის წინ უნივერსიტეტის სტუდენტები 1921 წლის თებერვალში გავიდნენ ტაბახმელაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად! უნივერსიტეტიდან დაიწყო 1956 წლის მოვლენები,…

მეტი...

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი რამდენიმე მაღაზიაზე იყო გავრცელებული და ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ბაზრობის მიმართულებით გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე. სიტუაციის შეფასების შემდეგ, ბაზრობის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ჯგუფი გაემგზავრა, პარალელურად დაიწყო ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს…

მეტი...

საარჩევნო რეფორმა პარლამენტში 1 მარტამდე დაინიცირდება – გაერთიანებული ოპოზიცია არ აპირებს, მემორანდუმს შეუერთდეს

საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში 1 მარტამდე უნდა დაინიცირდეს, წინააღმდეგ შემთხევაში პარლამენტში შესული “მოქალაქეები” დეპუტატის მანდატზე უარს იტყვიან. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ საარჩევნო რეფორმა მათ მთავარ მოთხოვნას ახალ არჩევნებს ვერ შეცვლის და მემორანდუმზე, რომელის საფუძველზეც შეიქმნა ახალი სამუშაო ჯგუფი, ხელმოწერას არ აპირებენ. “ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მათ თვითმიზანი ბოიკოტი არ არის, თუმცა, მემორანდუმს, სადაც მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის, არ შეუერთდებიან.  “ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ბოიკოტი. სწორედ იმიტომ, რომ არ არის გათვალისწინებული იქ მთავარი მოთხოვნები, როგორიცაა ახალი არჩევნების ჩატარება, თვისობრივად ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნა და…

მეტი...

11 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში. „გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა კვლავ აკრძალული იქნება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. “პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები…

მეტი...

პოლიციამ თბილისში გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. „სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

კერძო სატრანსპორტო საშუალებების ე.წ. ბასლეინებში ​მოძრაობა დღეიდან იკრძალება

8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. 8 თებერვლიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლეინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. გამონაკლისია მ/ს „გოცირიძე“, კუს ტბისა და…

მეტი...

ბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა

ბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. “8 თებერვლიდან, ორშაბათიდან, სრულად ამოქმედდება ბაზრობები”,- განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომაზე. შეგახსენებთ, ბაზრობებთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება შეზღდუვა შაბათ-კვირის დღეებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზრობები არასამუშაო დღეებში კვლავ დაკეტილი იქნება.

მეტი...

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია

ხანძარია თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ცხრა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – მიწისქვეშა ბიძგები ქვეყანაში ღამის ორის ნახევრისთვის დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მიმდებარედ, სოფელ ირგანჩაისთან იყო. პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...