11 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება

11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

„გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები