გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის ჩანაცვლება იგეგმება – საპატრიარქოს პასუხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ ადასტურებს და ფანტაზიას უწოდებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი განიხილება.

ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას ასე  ეხმაურება: „ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,-

ცნობილია, რომ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა არის ჩანიშნული, თუმცა, კონკრეტული განსახილველი საკითხები გასაჯაროებული  არ არის.

რაც შეეხება რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას, საუბარია, რომ  სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ. კერძოდ:

„გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ – ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველი ერარქის არჩევნების დანიშვნას“.

მსგავსი თემები