„მმართველი გუნდი  ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომა დასრულდა.  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იყო.

„გვინდა გამოვხატოთ მკაფიო მხარდაჭერა იმ საარჩევნო რეფორმის მიმართ, რომელმაც სტარტი დღეს აიღო შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებული პირველი შეკრებით. “ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავიარეთ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დეტალები, გავმართეთ დისკუსია.  შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება უმრავლესობის წევრების მაქსიმალური ჩართულობა ამ ისტორიულ და უპრეცენდენტო საარჩევნო რეფორმაში“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუკი ჩვენ დავთანხმდებით ნულოვან ბარიერს ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისინი შემოვლენ პარლამენტში და მუშაობას გააგრძელებენ.

„ხვდებით, რომ საუბარია „გირჩზე“. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში, პარლამენტში სხვა პარტიებიც შემოვლენ, რაც იყო როგორც საჯაროდ ასევე პირად საუბრებში. შეგახსნებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც არის ღია, ისედაც გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ საკმარისი მანდატების არსებობს შემთხვევაში, საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც“ – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები