„პატრიარქის გადაყენებას ვერ მოესწრებიან“ – მეუფე

გავრცელებულ ინფორმაციას, წინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) უპასუხა და განაცხადა, რომ ვერ მოესწრებან.

„თეოლოგებს გადაეცით, ვერ მოესწრებიან ამას.  წინასწარ არავინ იცის რა საკითხები იქნება განხილული სინოდის სხდომაზე, იმიტომ რომ დღის წესრიგი ჩვენ მაშინ გვეუწყება, როცა სინოდი დაიწყება. არ მგონია, რამე სახის მსჯელობა იყოს  მეუფე პეტრეზე. 25 წელია ეპისკოპოსი ვარ და წინასწარ არასდროს გვცოდნია, სინოდის სხდომაზე რა საკითხები განიხილება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი პატრიარქის ჩანაცვლება იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც.

მსგავსი თემები