ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა აკრძალული იქნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა კვლავ აკრძალული იქნება.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.

“პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრას ავტობუსი. ასევე, თბილისის მეტროსადგურებში არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. ყველა რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, მკაცრად გაკონტროლდება კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირის დღეებში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.

მსგავსი თემები