„როცა გოგოებს ვეპრანჭებოდი 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა, მშიერიც მეძინა“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, აცხადებს, რომ მისი მიზანი შიმშილისა და სიღარიბის დამარცხებაა. მისი თქმით, მას შიმშილი გამოვლილი, მის შვილებს არ შიათ, თუმცა, სხვისი შვილები არიან მშივრები. „ივანიშვილის მოგება და დამარცხება კი არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანია გაჭირვებული ქვეყანა იქცეს მდიდარ ქვეყნად. არ მრცხვენია საუბარი იმაზე, რომ როცა გოგოებს ვეპრანჭებოდი, 9-ჯერ დაკერებული ფეხსაცმელი მეცვა.  სამტრედიელი ნათესავის გამოცვლილ  ტანსაცმელებს რომ მიგზავნიდნენ, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო. ღამეები გამითენებია საჭმელი რომ არ მქონდა. უბედნიერესი ვიყავი, ბებიაჩემი სამტრედიიდან ჭადს, ფქვილს და ნანადირევ იხვს რომ მიგზავნიდა. პროცენტიანი ვალები და უბედურება რა…

მეტი...

“დავით აღმაშენებელი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მასთან შედარებით არავინ ვარ, მაგრამ მგონია, მასზე სწრაფად გამიხსენებენ კარგად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მას საუკუნეების შემდეგაც გაიხსენებს. „ქართველები ერთი პერიოდი ჩემგან დაიღალნენ, მაგრამ ახლა ძალიან მაფასებენ და მე მათგან სიყვარულს ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ არამარტო 3-5 საუკუნის შემდეგ გამიხსენებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ქართველები ახლაც მაფასებენ. დავით აღმაშენებელი ყველაზე დიდი ქართველი მეფე იყო, მას არ ვედრები, მაგრამ იგი ხუთი საუკუნე არავის გახსენებია, მიუხედავად იმისა, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა შექმნა. ის ცუდად ახსოვდათ, რადგან ხანდახან ხისტი იყო. არც მთლად სტალინი ან კალიგულა ყოფილა, თუმცა მაინც ხისტი იყო.…

მეტი...

„კოვიდ-19“-ის ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება. აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენაზე ფაუჩი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, „საკვების და წამლის ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელებთან და ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. ენტონი ფაუჩიმ მანამდე თქვა, რომ აშშ ჯერ კიდევ პანდემიის პირველ ტალღაშია და მასობრივი შეკრებები რისკის შემცველია.

მეტი...

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შოუბიზნესის წარმომადგენლები დააკავეს

გუშინ გვიან ღამით, თბილისში, რესტორან “მეგრულთან” შოუბიზნესის წარმომადგენლები პოლიციამ დააკავა. მათ შორის იყვნენ გია სურამელაშვილის გარემოცვის წევრები, მისი ორი პროდიუსერი.  მომღერალი აცხადებს, რომ მის მეგობრებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები. თავად გია სურამელაშვილი არ დაუკავებიათ.  “არ ვარ დაკავებული, არც ვყოფილვარ. აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები. ვინ გადამიყვანა, ვის აქვს უფლება. ზემოდან ვიყურებოდი 5-7 თუ 20 პატრული დაესია მძღოლებს და წაიყვანეს ხალხი,” – აცხადებს გია სურამელაშვილი

მეტი...

ბულგარეთის პრემიერი ტაძარში პირბადის გარეშე ყოფნის გამო დააჯარიმეს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო 300 ლევით (174 დოლარი) დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ბოიკო ბორისოვი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად რილის მონასტერს ეწვია და ტაძარში პირბადის გარეშე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს, მისი ადმინისტრაციის წევრებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს და ყველა სხვა პირს, რომლებიც ტაძარში პირბადეების გარეშე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მეტი...

გიორგი გაბუნიას საქმეზე სუსში გამოკითხვაზე ნოდარ მელაძე დაიბარეს

„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მელაძე უწყებაში გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

მეტი...

თელავში 63 წლის ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა, ის მცხეთის ბაზარში მუშაობდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. 63 წლის ქალს, რომელიც სოფელში თბილისიდან ჩავიდა, PCR ტესტით COVID-19 დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მცხეთის ავტოსადგომის ბაზარში ვაჭრობდა. თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, მაღალი ტემპერატურით, ის გუშინ შეიყვანეს.

მეტი...

“გარდაცვილის ცხედარს გარეგანი დაზიანებები ჰქონდა” – კრიმინალისტიკური ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზაზე

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე  დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ ცხედარს გარეგანი დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ჯერჯერობით არ იციან, ეს დაზიანებები გარდაცვალებამდე მიიღო თუ არა.  “გუშინ გვამის სრული გამოკვლევა ჩატარდა ჩვენი ექსპერტის მონაწილეობით, გვამზე დაფიქსირდა გარკვეული დაზიანებები. ვადასტურებ, რომ დაზიანებებს ადგილი ჰქონდა. თუ რა არის სიკვდილის მიზეზი, ეს დაზიანებები რა ვითარებაში მიიღო აწ უკვე გარდაცვლილმა, სიცხეში როგორ მოხვდა ცოცხალი თუ გარდაცვლილი. ამ კვლევას გარკვეული დრო დასჭირდება. სულ ცოტა 2 კვირა მაინც”, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ. 

მეტი...

“საქართველოში წარმოების გადმოტანით 400-ზე მეტი უცხოური კომპანიაა დაინტერესებული” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში წარმოების გადმოტანით ასობით უცხოური კომპანიაა დაინტერესებული. ნათია თურნავას თქმით, გლობალური პანდემიის ფონზე ამ საკითხით ბევრი კორპორაცია დაინტერესდა, საქართველო კი ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, რადგან დაბალი გადასახდების მქონე ქვეყანა და ბიზნესის კეთების სიმარტივით გამოირჩევა. „აუცილებელია, რომ ამას ზევიდან დაემატეოს კონკრეტული, ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ პოტენციურ კომპანიასთან, ვინც შეიძლება დივერსიფიკაციაზე, თითოეულს უნდა მივაწოდოთ ხმა. ამიტომ წამოვიდა ეს 400, 400-ზე მეტია რეალურად, მულტინაციონალური, უცხოური კომპანია, რომელსაც პოტენციალი და ინტერესი გააჩნია, რომ მოხდეს დივერსიფიკაცია, შეიძლება დაინტერესდეს საქართველოში წარმოების გადმოტანით“, – ამბობს მინისტრი. მისივე თქმით, ამ თემაზე მას პირადად კვირაში რამდენიმე ვიდეოშეხვედრა აქვს, მათ შორის კომპანიებთან…

მეტი...

“ვიმედოვნებ, საბოლოო მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება” – ადამ კინზინგერი

“ვიმედოვნებ, რომ საბოლოო მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, განაცხადა. ამერიკელი კონგრესმენის თქმით, მთავარი მოწოდება 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელებაა. ადამ კინზიგერს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე, რაც გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენამ თქვა, რომ არ შევა დეტალებში, რადგან ხელშეკრულების ხელმომწერებმა იციან შეთანხმების პირობები. „დღეს ინფორმაცია მივიღე, რომ ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. როგორც მივხვდი, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ მისცა ხმა. მსურს, მივულოცო ყველას ეს პოზიტიური ნაბიჯი. ჩემი მოწოდებაა 8 მარტის შეთანხმების სრული განხორციელება. მე არ დავიწყებ განსჯას, ვინ არის მართალი და მტყუანი. ჩვენი საქმეა გავაგრძელოთ ორივე მხარის…

მეტი...

მშობლებმა ჩვილი 5 000 დოლარად გაყიდეს

დუშეთში მცხოვრებმა წყვილმა საკუთარი შვილი დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ გაყიდა. არსებული ინფორმაციით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს, მეზობლები კი ადასტურებენ, რომ ქალი აქამდეც იყო ფეხმძიმედ, თუმცა ბავშვი სახლში არ მიუყვანია. “ბიჭი ჰყავთ ერთი, არ ვიცი რამდენი წლის არის, მერე იყო ფეხმძიმედ და მეორე ბავშვი არ გვინახავს, დედასთან მყავს დატოვილიო, ახლა ფეხმძიმედ არის კიდევ საავადმყოფო ფურცელი მოიტანა გავიდა შვებულებაში აპრილის თვეში. მას შემდეგ არაფერი მსმენია, ახლა გავიგე მიზეზი რის გამოც დააკავეს,” – აცხადებს დაკავებული ქალის თანამშრომელი. ბავშვი ამ დროისთვის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა. “ჩართული იქნა ჩვენი სამსახური აღნიშნულ შემთხვევაში, კერძოდ სოციალური მუშაკი. მოხდება შესაბამისი…

მეტი...

“არც მე დავუჭერ მხარს გიგა ბოკერიას კანდიდატურას პრემიერად – ერთით ერთი” – ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა ახლა ოპოზიციის ამოცანა კოორდინირებულად მოქმედებაა, რათა არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. „მივიდეთ არჩევნებამდე და ვნახოთ, როგორ იქნება მოსახლეობის განწყობა. საკუთარ თავზე ლაპარაკი ზოგადად მაინცდამაინც კარგი არ არის, თუმცა პოლიტიკოსები დიდი თავმდაბლობით არ გამოირჩევიან. შეგიძლიათ, გადაავლოთ თვალი იმ სავარაუდო კანდიდატებს, ვინ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და ვფიქრობ, ელემენტარული აღნიშვნებით კომპეტენციის, გამოცდილებისა და სხვა იმ კრიტერიუმებით, რაც სჭირდება ამ თანამდებობას, თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ვინ შეიძლება იყოს საუკეთესო კანდიდატი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ის ასევე გამოეხმაურა, „ევროპული საქართველოს“…

მეტი...

მსოფლიოს პირველ ჩოგანს კორონავირუსი დაუდგინდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. COVID-19-ზე დადებით აღმოჩნდა მისი მეუღლის ტესტიც. ჩოგბურთელის ინფიცირება მის მიერვე ორგანიზებულ ამხანაგურ ტურნირს უკავშირდება. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული არიან ამ ტურნირში მონაწილე ბულგარელი ჩოგბურთელი გრიგორ დიმიტროვი და ხორვატი ბორნა ჩორიჩი.

მეტი...

„ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა“ – მამუკა მდინარაძე

„ოპოზიცია თავად არის კრიმინალური მენტალობის, ოპოზიცია თავად აგებს გეგმებს დესტრუქციაზე, ოპოზიცია მთავარ საკითხად თავად აყენებს გიორგი რურუას საკითხს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების და საქართველოს მომავლის საპირწონედ, სადაც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს მოდელი გაცილებით ჯობს იმას, რითაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.​ “როდესაც სასწორის ერთ მხარეს გიორგი რურუა, (ასეთი წარსულის მქონე ადამიანი დევს, როგორც ვითომ პოლიტპატიმარი, ოპოზიციის მიერ დარქმეული სტატუსით პოლიტპატიმარი, თორემ რეალურად როგორი პოლიტპატიმარია – ალბათ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, მაშინ თვითონ ყალიბდება ოპოზიცია კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა.…

მეტი...

გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში შავი მანქანაც ფიგურირებს, რომელსაც ფარი დაზიანებული აქვს

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით ძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. ეს არის ძალადობა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ტანსაცმელი და ორი ავტომობილი. საქმეში ფიგურირებს შავი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით აქვს დაზიანებული ფარი. გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ერთ -ერთი ავტომობილი გუშინვე იყო მიყვანილი ექსპერტიზაზე. „რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწვეტილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, ესე იგი, არის საფუძველი. პირველივე ეტაპზე ჩვენთვის იყო ცნობილი, რომ საქმეში ფიგურირებდა ორი მანქანა. როგორც ვიცი, ერთი ავტომობილი გუშინვე იყო მიყვანილი გამოძიებაში და აიღეს ნიმუშები, შესაბამისად ვვარაუდობდით, რომ ეს იყო ის ავტომობილი რომლითაც მოხდა გიორგის…

მეტი...

“დღეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალურ-პოლიტიკური დაჯგუფება და მათი მიზანი იყო კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება” – დავით მათიკაშვილი

„მინდა მივულოცო შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ პარტიებს, რომ გიორგი რურუა მათ პოლიტიკურ ლიდერად აღიარეს. ცხადია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი ცალკეული საკითხების, მით უფრო კონსტიტუციის გარშემო არის კარგი, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენ, მაგრამ ისიც ცხადია და ფაქტია და დღეს ეს დადასტურდა, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის კრიმინალურ-პოლიტიკური  დაჯგუფება და მათ არა თუ კონსტიტუციის მიღება, არ უნდოდათ, მათი მიზანი იყო კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება და ამით საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების დაწერა. სხვას მე ვერაფერს დავარქმევ საკითხს, როდესაც კრიმინალ რურუას გათავისუფლებასა და კონსტიტუციური პროექტი მხარდაჭერას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა…

მეტი...

“თვითდასაქმებულთა კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს” – ირაკლი კოვზანაძე

„შესაძლოა გაფართოვდეს კომპესაციის მიმღებთა რაოდენობა, იმ თვითდასაქმებულებისთვის, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.  მთავრობა შესაბამის ანალიზზე დაყრდნობით,  StopCoV ფონდიდან  სხვა ჯგუფებისათვის სოციალურ დახმარებას გასცემს, მათ შორის StopCoV ფონდიდან   “-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020  წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მთავრობამ   2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების  დაცვით შემოიტანა. პირველადი ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის  შენიშვნები და რეკომენდაციები. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის  ანალიზი, სადაც სხვადასხვა  რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა…

მეტი...

“ხალხს ერთხელ მოატყუებ  და მორჩა, მერე არავინ გენდობა” – ენზელ მკოიანი „მედიაცენტრ მთავართან“ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს (ვიდეო)   

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის იყო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. დეპუტატს „მედიაცენტრ მთავარმა“ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა. როგორც მკოიანმა გვიპასუხა, ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს. „პირველად, საქართველოს პარლამენტის წევრი 1999 წელს გავხდი. მაშინ, როგორც ოპოზიციონერმა გავიმარჯვე. არც 2003 წელს ვყოფილვარ მმართველი გუნდის წევრი. მაშინაც, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გავიმარჯვე. როდესაც პოლიტიკაში ერთვები,  გაქვს ვალდებულებები. როცა რამეს აკეთებ და შედეგი გაქვს,  ხალხი ითხოვს, რომ ისევ შენ იყო მათი წარმომადგენელი პარლამენტში. გეტყვით, რომ მე ვარ ჩემი ხალხის წარმომადგენელი და მოკავშირე სახელწიფოსთან. მაგალითად,  ხალხის ხმის 78%…

მეტი...

ჯემალ გამახარიას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას პრინციპულს უწოდებს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში 22 ივნისს მიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ეხმიანება. მისი განცხადებით, მსგავსი სახელწოდებით რეზოლუციები 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება ჟენევაში, რაც ქართული  დიპლომატიის ერთ-ერთ სერიოზულ წარმატებად უნდა ჩაითვალოს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეს – სამსახურის ცნობით, ჯემალ გამახარია  გამოყოფს რეზოლუციას, რომელსაც კიდევ  უფრო პრინციპულს და ყოვლისმომცველს უწოდებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მიაჩნია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრ რეზოლუციებშიც მაინც არ არის სათანადოდ ასახული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული კატასტროფული სიტუაცია, რომლის მსგავსი, მისი თქმით, „არსად…

მეტი...

“მანქანა გააჩერეს, რამდენიმე პირი გაიქცა, ალბათ ეგონათ, რომ ჩხუბს დაიწყებდნენ” – რას ჰყვება შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი ავტომობილის მფობელის ადვოკატი

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი  შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დრომდე არავის მიმართ არ დაწყებულა. როგორც საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, გამოკითხულია 50 მოწმე, ჩხრეკა ჩატარდა რამდენიმე ბინასა და ავტომობილში. აქამდე საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა, რასაც კიდევ ერთი, ძალადობის, მუხლი დაემატა. შსს-ს ბრიფინგის შემდეგ შაქარაშვილის ბიძამ მედიასთან კომენტარი გააკეთა, მან იმ  დეტალებზე ისაუბრა, რაც ამ ეტაპზე ძიებისთვისაა ცნობილი გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარში ორი ავტომობილი ფიგურირებდა, ორივე ავტომობილი ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. აქედან ერთ-ერთი ავტომობილით ოქროს მოწმე გური ამირხანაშვილი ჩამოიყვანეს თბილისში. ავტომობილის მფლობელის უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ავტომობილის მფლობელმა გურის უბრალოდ…

მეტი...

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ინციდენტი 2019 წლის 22 ნოემბერს, სენაკში მოხდა: „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სენაკში, ერთერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი. სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წინასწარი…

მეტი...

კომპანია „m2“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა., – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და „m2“-ის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად დაესწრო. „მინდა, მივულოცო 400-მდე ოჯახს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელს ელოდებოდა. ესენი არიან სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებული ოჯახები. აღნიშნული პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა მერიაში, პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებოდა ჩვენი მხრიდან…

მეტი...

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ – მამუკა მდინარაძე

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც მიღებული იქნებოდა ეს ცვლილებები პირველი მოსმენით. იმ დღეს საკონსტიტუციო კანონპროექტს  116  მხარდამჭერი  ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორე ხარისხოვანია“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება“ – არჩილ თალაკვაძე

„სიმართლე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, დროის, რესურსების და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და ქვეყნის დემოკრატია გაძლიერებულიყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. „ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე მარტივი არგუმენტებიდან გამომდინარე. მისი პრემიერ-მინისტრობის, მისი პარტიის თავმჯდომარეობის და მისი ლიდერობის პირობებში, მისმა გუნდმა – ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა – გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო უფრო სტაბილური“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

მეტი...

გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და სამსახურის ხელმძღვანელებსა და პირად შემადგენლობას საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის. „დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 26 წელი შესრულდა. ამ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში. ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობასა და სამსახურის ხელმძღვანელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს ერთგული სამსახურისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენციას მართავს და ანა დოლიძის ბრალდებებს პასუხობს

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებს ელჩების წინაშე დადებულ პირობას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის არის კრიმინალური და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა” – ირაკლი კობახიძე

„საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას.  თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობით“,- ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგ განაცხადა. პარლამენტის წევრმა კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდაჭერისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა დღეს…

მეტი...

“ანა დოლიძემ საბჭო დატოვა იმიტომ რომ ახორციელებდა პოლიტიკურ საქმიანობას” – ნაზი ჯანეზაშვილი

„ანა დოლიძის მხრიდან ბრალდებებზე შემიძლია ვთქვა რომ ყოველდღიურად ავს იგდებს სასაცილო მდგომარეობაში, ის მაკავშირებს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც არასოდეს არ შევხვედრივარ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა. ჯანეზაშვილი საბჭოდან დოლიძის წასვლას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს: „ისეთი შეფასებები აქვს ანა დოლიძეს, რომ არგუმენტი რა უნდა ვუპასუხო არც კი ვიცი, იმდენად აბსურდულია მისი ბრალდებები. მან საბჭო დატოვა იმიტომ, რომ ის “ხორციელდებდა პოლიტიკურ საქმიანობას, ეს რომ ასე არ ყოფილიყო არ წავიდოდა, ის ჩემზე ტალახის სროლით ცდილობს პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს. მისი საქმეა როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემზე…

მეტი...

“შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით” – შსს დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. შსს უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ბრიფინგზე, იმ მოკვლეულ მასალებზე ისაუბრობს, რაც ამ ეტაპზე საქმის ირგვლივ იკვეთება. „შინაგან საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. 2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა,…

მეტი...

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მეორე მოსმენით დაამტკიცა (ვიდეო)

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 119-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობას“. მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა „ევროპული საქართველოც“, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭრა. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი…

მეტი...

“არჩევნების არანაირი ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას” – კახა კალაძე

სამწუხაროდ, არსებობენ ისეთ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მხოლოდ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და ეს დაამტკიცეს თუნდაც იმით, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მხარდაჭერისადმი გარკვეული ოპოზიციური პარტიის პოზიცია შეაფასა. მისივე თქმით, ვინც არ მიიღებს მომავალში კენჭისყრაში მონაწილეობას და ამ მნიშვნელოვან ცვლილებას ხმას არ მისცემს, მას შესაბამისი შეფასებაც მოჰყვება. „მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუციურ ცვლილებაში შესწორება აუცილებლად მოხდება, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს პარლამენტში ამ ცვლილებას, რასაც მე მივესალმები. პირველი მოსმენით მიიღეს, რისთვისაც უკლებლივ ყველას, ვინც მონაწილეობდა კენჭისყრაში, მადლობა…

მეტი...

მე მეკუთვნის მაჟორიტარობა“ – თუ „ოცნებამ“ არ შესთავზა, კახა ოქრიაშვილი კენჭს დამოუკიდებლად იყრის – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავრთან“

იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ კახა ოქრიაშვილს მაჟორიტარობას არ შესთავაზებს, დეპუტატი მომავალ არცევნებზე კენჭს საინიციატივო ჯგუფის სახელით იყრის. დეპუტატი თვლის, რომ ხალხის მანდატს იმსახურებს. „მე ვთვლი, რომ მე მეკუთვნის მაჟორიტარობა და მე ვიყრი კენჭს მაჟორიტარად, თუ მე მივიღებ შემოთავაზებას, რომ ვიყარო კენჭი „ქართული ოცნებიდან“ ამ წინადადებას დავთანხმდები, თუ არა, მაშინ დამოუკიდებლად, საინიციატივო ჯგუფით. მოსახლეობის მხარდაჭერაში ვარ დარწმუნებული, გავიმარჯვებ თუ არა, არ ვიცი, თუმცა, დიდი ალბათობით გავიმარჯვებ,“ – განაცხადა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მეტი...

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ადგილები ცარიელია

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს. ოპოზიციის ადგილები პარლამენტში ცარიელია, თუმცა, მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის გარეშეც უპრობლემოდ დამტკიცდება. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერის გარეშეც, საკონსტიტუციო პროექტი საკმარის ხმებს მოაგროვებს, იმისათვის, რომ არ ჩავარდეს. “დღეს საკონსტიტუციო ცვლილებას ექნება იმდენი ხმა, რაც დააფიქსირებს მის მესამე მოსმენისთვის მომზადებას ისე,…

მეტი...

“ოპოზიციას გიორგი რურუა საერთოდ არ ენაღვლება” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას გიორგი რურუა საერთოდ არ ენაღვლება. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაეჯინათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. „თემაა, თითქოს ჩვენ გვაქვს რესურსი, გიორგი რურუა გავათავისუფლოთ ანუ, მთავრობას ან პარტიას შეუძლია, უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე აღიარებითი ჩვენება გააკეთოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება და ციხიდან ვინ გამოვა. ეს თემა უკვე იყო და გავიარეთ. იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაეჯინათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს…

მეტი...

“დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერენ მაჟორიტარობის გაუქმებას არიან ყალბი მაჟორიტარები“ – კახა ოქრიაშვილი (ვიდეო)

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავართან“ კომენტარს აკეთებს. კახა ოქრიაშვილი კოლეგა მაჟორიტარებს „ყალბ მაჟორიტარებს“ უწოდებს და მათ არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს. „მე ვაპირებ კენჭი ვიყარო გამსხვილებულ მაჟორიტარულ ოლქში. მაინტერესებს ჩემი კოლეგები ვინც მხარს უჭერენ მაჟორიტარობის გაუქმებას და უარს ეუბნებიან მოსახლეობას ჰყავდეთ საკუთარი დეპუტატი, როგორ უნდა მიმართონ მოსახლეობას, რომ მათ მხარი დაუჭირონ, ისინი არიან ყალბი მაჟორიტარები და უღალატეს თავის ამომრჩეველს, ის მაჟორიტარები, ვინც დააჭერენ მწვანე ღილაკს ღალატობენ თავის ამომრჩეველს, დარწმუნებული ვარ ვერაფერს ვერ მიიღებენ,“ -განაცხადა კახა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“ მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ მას…

მეტი...

„ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში იყო მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა” – ირაკლი სესიაშვილი

„ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში იყო მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაში ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ფრაქციებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ჰქონდა იმდენი ხმის მობილიზების საშუალება, რომ კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელებულიყო. ეს კარგად ნახა „ევროპულმა საქართველომ“ და მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო მათი მონაწილეობა პირველი მოსმენის დროს. როგორც მოველოდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავაც გამოაჩინა თავისი რადიკალური მიდგომები და გაექცა პასუხისმგებლობას. მეორე მოსმენაც,…

მეტი...