“დეპუტატები, რომლებიც მხარს უჭერენ მაჟორიტარობის გაუქმებას არიან ყალბი მაჟორიტარები“ – კახა ოქრიაშვილი (ვიდეო)

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავართან“ კომენტარს აკეთებს. კახა ოქრიაშვილი კოლეგა მაჟორიტარებს „ყალბ მაჟორიტარებს“ უწოდებს და მათ არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებს.

„მე ვაპირებ კენჭი ვიყარო გამსხვილებულ მაჟორიტარულ ოლქში. მაინტერესებს ჩემი კოლეგები ვინც მხარს უჭერენ მაჟორიტარობის გაუქმებას და უარს ეუბნებიან მოსახლეობას ჰყავდეთ საკუთარი დეპუტატი, როგორ უნდა მიმართონ მოსახლეობას, რომ მათ მხარი დაუჭირონ, ისინი არიან ყალბი მაჟორიტარები და უღალატეს თავის ამომრჩეველს, ის მაჟორიტარები, ვინც დააჭერენ მწვანე ღილაკს ღალატობენ თავის ამომრჩეველს, დარწმუნებული ვარ ვერაფერს ვერ მიიღებენ,“ -განაცხადა კახა ოქრიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ მას არ დააყენებს მაჟორიტარად დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

Posted by მედიაცენტრი "მთავარი" on სამშაბათი, 23 ივნისი, 2020

მსგავსი თემები