„ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში იყო მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა” – ირაკლი სესიაშვილი

„ევროპული საქართველოს“ მონაწილეობა პირველ მოსმენაში იყო მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენაში ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თქვენ ნახეთ, პირველი მოსმენის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან და ფრაქციებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე ჰქონდა იმდენი ხმის მობილიზების საშუალება, რომ კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელებულიყო.

ეს კარგად ნახა „ევროპულმა საქართველომ“ და მათივე შექმნილი ჩიხიდან გამოსვლის მცდელობა იყო მათი მონაწილეობა პირველი მოსმენის დროს. როგორც მოველოდით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კვლავაც გამოაჩინა თავისი რადიკალური მიდგომები და გაექცა პასუხისმგებლობას.

მეორე მოსმენაც, თავისთავად ცხადია, დარწმუნებული ვარ, რომ მხარდაჭერილი იქნება პარლამენტის მიერ. არ ვიტყვი, რომ სამწუხაროა, მონაწილეობას რომ არ იღებენ, მაგრამ ეს მათი სახე და პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი თემები