გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში შავი მანქანაც ფიგურირებს, რომელსაც ფარი დაზიანებული აქვს

გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმესთან დაკავშირებით ძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. ეს არის ძალადობა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ტანსაცმელი და ორი ავტომობილი.

საქმეში ფიგურირებს შავი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით აქვს დაზიანებული ფარი. გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ერთ -ერთი ავტომობილი გუშინვე იყო მიყვანილი ექსპერტიზაზე.

„რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწვეტილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, ესე იგი, არის საფუძველი. პირველივე ეტაპზე ჩვენთვის იყო ცნობილი, რომ საქმეში ფიგურირებდა ორი მანქანა. როგორც ვიცი, ერთი ავტომობილი გუშინვე იყო მიყვანილი გამოძიებაში და აიღეს ნიმუშები, შესაბამისად ვვარაუდობდით, რომ ეს იყო ის ავტომობილი რომლითაც მოხდა გიორგის მეგობრის გადაყვანა. მოცემულ ეტაპზე ჩვენთვის გადამწყვეტია ესპერტიზის დასკვნა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია დადგინდეს ცხედარზე არსებული დაზიანებები მიყენებულია გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალების შემდეგ. ყველაზე დიდი ეტაპი გვაქვს წინ, ამას კი სჭირდება დაახლოებით 10 დღე.

საქმეში ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც, რაც შეეხება პირველად მონახაზს ექსპერტებმა თავი შეიკავეს ჯერ კომენტარებისგან, რადგან გამოძიება არ შეიყვანონ შეცდომაში, პირველადი მონახაზით გვაქვს ისეთი სურათი, რომ სხვა ვერსიების არსებობის უფლებასაც ტოვებს,“ – განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძამ.

მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, როგორც მათ მიაწოდა ექსპერტმა ინფორმაცია დაზიანებები არის თავის არეშიც და სხეულზეც, თუმცა როგორც იგი განმარტავს გამოსაკვლებია ეს დაზიანებები იყო გარდაცვალებამდე, თუ გარდაცვალების შემდეგ:

„ერთი რამ ფაქტია, ღამის ორ საათზე გიორგი თავისი ნებით არ შესულა არაგვში საბანაოდ, ეს გამოიწვია წინარე სიტუაციამ, იგი არ სვამდა და არც ნარკოტიკულ საშუალებას არ იყენებდა, ამიტომ იმედი გვაქვს ექსპერტიზა უახლოეს დღეებში დაადგენს სიმართლეს,“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები