„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააძლიერა ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატული განვითარება“ – არჩილ თალაკვაძე

„სიმართლე არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა პრაქტიკულად ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, დროის, რესურსების და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და ქვეყნის დემოკრატია გაძლიერებულიყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე მარტივი არგუმენტებიდან გამომდინარე. მისი პრემიერ-მინისტრობის, მისი პარტიის თავმჯდომარეობის და მისი ლიდერობის პირობებში, მისმა გუნდმა – ჩვენმა სახელისუფლებლო გუნდმა – გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ქვეყანა გამხდარიყო უფრო სტაბილური“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

მსგავსი თემები