„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ – მამუკა მდინარაძე

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც მიღებული იქნებოდა ეს ცვლილებები პირველი მოსმენით. იმ დღეს საკონსტიტუციო კანონპროექტს  116  მხარდამჭერი  ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორე ხარისხოვანია“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, დღესაც, კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ. 

მსგავსი თემები