„ოპოზიცია ყალიბდება კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა“ – მამუკა მდინარაძე

„ოპოზიცია თავად არის კრიმინალური მენტალობის, ოპოზიცია თავად აგებს გეგმებს დესტრუქციაზე, ოპოზიცია მთავარ საკითხად თავად აყენებს გიორგი რურუას საკითხს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების და საქართველოს მომავლის საპირწონედ, სადაც საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს, რომ ეს მოდელი გაცილებით ჯობს იმას, რითაც უნდა ჩატარებულიყო არჩევნები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.​

“როდესაც სასწორის ერთ მხარეს გიორგი რურუა, (ასეთი წარსულის მქონე ადამიანი დევს, როგორც ვითომ პოლიტპატიმარი, ოპოზიციის მიერ დარქმეული სტატუსით პოლიტპატიმარი, თორემ რეალურად როგორი პოლიტპატიმარია – ალბათ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა იცის, მაშინ თვითონ ყალიბდება ოპოზიცია კრიმინალურ ოპოზიციად, რომლის ბოლო არის საზოგადოებისგან დასჯა. კრიმინალებს ზოგადად, სჯის სახელმწიფო, კრიმინალურ ოპოზიციას სჯის ხალხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები