კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას  განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინო სივრციდანაა, ერთის წყაროს მოძიება კი გრძელდება. „გუშინ იყო 908 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ სამი ახალი და ამჟამად არის 911 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები შვიდით გაიზარდა და გახდა 768. სამი ახალი შემთხვევიდან ორი არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი შემთხვევა, ერთი ახალი შემთხვევის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძელდება წყაროს მოძიების თვალსაზრისით“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 129 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

მეტი...

„ამ ქვეყანაში დაქალობა არ დასრულდა, სასამართლოში კლანური მმართველობის ანარეკლია დაქალობა“ – ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„თამარ ხულორდავა არის ჩუგოშვილის დაქალი და დაქალობა ამ ქვეყანაში არ დამთავრდა, მასთან მე არანაირი შეხება არ მქონია აქამდე,“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, რითაც ის თამარ ხულორდავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა. ჯანეზაშვილი თვლის, რომ სასამართლოში „დაქალობა“ და კლანური მმართველობა დღემდე არსებობს. „ცხადია ეს არ არის პირველი შემთხვევა, თამუნა არის ჩუგოშვილის მეგობარი, დაქალი და ამ პრინციპიდან გამომდინარე ერთვებიან დისკუსიაში. მისი გამოსვლა, რომელიც მან ღიად დააფიქსირა სოციალურ ქსელში ადასტურებს იმას, რომ დაქალობით და მეგობრობით იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად ჩანს ამ ფონზე რა ხდება…

მეტი...

თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი გამოუვლინდა

ქინძმარაულის #45-ში ძაღლს ცოფის ვირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას ცხოველტა მონიტორინგის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნატქვამი, ბოლო ერთი თვის მანძილზე ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევაა თბილისში. „ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში, ცოფის ვირუსის მეორე შემთხვევა ქინძმარაულის #45-ში დაფიქსირდა. მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველის პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ. მიმდინარე წელს,…

მეტი...

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა დამატებით ადგილებზე რეგისტრაცია იწყება

2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველკლასელთა მისაღებად დამატებითი ადგილები განსაზღვრონ. სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის მესამე ეტაპზე, 2020-2021 სასწავლო წლისთვის მისაღები კონტიგენტის ოდენობა 80-მდე საჯარო სკოლაში გაიზრდება. კერძოდ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ქობულეთის, ოზურგეთის და ხაშურის საჯარო სკოლებში. თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: catalog.edu.ge, დამატებით ადგილებზე რეგისტრაციის განხორციელება კი შესაძლებელი იქნება დღეს, 12:00 საათიდან, სარეგისტრაციო ბმულის registration.emis.ge-ს საშუალებით. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთათვის განსაზღვრული ადგილები ბევრად აღემატებოდა დასარეგისტრირებელთა რაოდენობას. ამის მიუხედავად, ზოგიერთ საჯარო სკოლაში ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებისთანავე ამოიწურა მისაღები ლიმიტი. „აქედან გამომდინარე,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 911 შემთხვევაა დადასტურებული. ვებგვერდის მიხედვით, არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და ის კვლავ 761-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მეტი...

შსს-ს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ – ფარგლებში, სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი ესწრებოდნენ. შსს-ში აღნიშნავენ, რომ აღჭურვილობა გააუმჯობესებს ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს უწყების წარმატებულ საქმიანობას. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება,…

მეტი...

გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედარს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარს სამხარაულის ბიუროში გვიან ღამემდე ექსპერტიზა უტარდებოდა, რის შემდეგაც სახლში გადაასვენეს. სპეციალისტები ჯერ – ჯერობით არ აკონკრეტებენ ეტყობა თუ არა ცხედარს ძალადობის ნიშნები. ოჯახის გადაწყვეტილებით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვნენ, როს შემდეგაც დამატებითი ლაბორატორიული კვლევები გახდება საჭირო. გამოძიება ამ დრომდე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ გამოირიცხება მუხლის გადაკვალიფიცირება. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ცხედარს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს, საბოლოო პასუხის გასაგებად. “როგორც ექსპერტმა თქვა, დამატებითი ლაბორატორიული კვლევებია საჭირო. ვერსიები მას შემდეგ გაკეთდება რაც იქნება საბოლოო დასკვნა,”- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ. მომხდართან დაკავშირებით ძირითადი მოწმე გიორგი შაქარაშვილის…

მეტი...

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან

საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმები საპარლამენტო პლურალიზმს უზრუნველყოფს. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას პოზიტიურ სიგნალად აფასებენ ესტონელი პოლიტიკოსებიც. “მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების მონაწილე ყველა პარტიას, გამოიყენონ ეს პოზიტიური იმპულსი, რადგან ეს საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზებაში დაეხმარება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების დემოკრატიული ნების სათანადოდ გამოხატვას უზრუნველყოფს.”-, ნათქვამია ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდისა და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში. მხარეებს კონსესუსისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრიც “ოპოზიცია, კვლავ ითხოვს რამდენიმე წევრის ციხიდან გათავისუფლებას, რის გარეშეც…

მეტი...

“სიარული არ შეუძლია, არც ლაპარაკობს.  მისი გამხდარი პირისახეც  გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია” – ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია გადარჩა,  ფეხზე დადგომას სწავლობს და ცდილობს. მისი მეუღლე ანა ჯაბაური სასწაულს უწოდებს, რომ ცოტნე დღეს ცოცხალია. „ცოტნე ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია – მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია“ – აცხადებს ანა ჯაბაური. ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მის გამოჯანმრთელებას ოპტიმისტურად უყურებს და ამბობს, რომ არავის აქვს პესიმიზმის…

მეტი...