“ხალხს ერთხელ მოატყუებ  და მორჩა, მერე არავინ გენდობა” – ენზელ მკოიანი „მედიაცენტრ მთავართან“ არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს (ვიდეო)   

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის იყო ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. დეპუტატს „მედიაცენტრ მთავარმა“ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა. როგორც მკოიანმა გვიპასუხა, ყველაფერს ხალხი გადაწყვეტს.

„პირველად, საქართველოს პარლამენტის წევრი 1999 წელს გავხდი. მაშინ, როგორც ოპოზიციონერმა გავიმარჯვე. არც 2003 წელს ვყოფილვარ მმართველი გუნდის წევრი. მაშინაც, როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა გავიმარჯვე. როდესაც პოლიტიკაში ერთვები,  გაქვს ვალდებულებები. როცა რამეს აკეთებ და შედეგი გაქვს,  ხალხი ითხოვს, რომ ისევ შენ იყო მათი წარმომადგენელი პარლამენტში. გეტყვით, რომ მე ვარ ჩემი ხალხის წარმომადგენელი და მოკავშირე სახელწიფოსთან. მაგალითად,  ხალხის ხმის 78% მივიღე ერთ წელს. ამას საქმის კეთების გარეშე ვერ მოიპოვებ.  

2008 წელს უფრო მეტი მხარდამჭერები მყავდა. 1999 წელს ამომრჩეველთა ხმებს 68% მოვიპოვე; 2003 წელს 78%; 2008 წელს 87%, 2012 წელს კი 90%-მდე. ეს იმიტომ ხდება, რომ მენდობიან. როცა ადამიანს არ ენდობიან, ის ამდენი ხანი პოლიტიკაში არ რჩება და მისი რეიტინგი დაბლა მიდის, ჩემს შემთხვევაში კი პირიქით მოხდა.  რეგიონიდან ვმუშაობ სახელმწიფოსთან,  შუამავალი ვარ. აქ არიან დეპუტატები ბევრს ლაპარაკობენ და ცოტას აკეთებენ სახალხო საქმეს. მე პირიქით, ბევრს ვმუშაობ, მაგრამ გაპიარება და ლაპარაკი არ მეხერხება“ – განაცხადა ენზელ მკოიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში

მსგავსი თემები