რეისი კიევი-თბილისი დაჯავშნილია

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი დაპირება საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გუშინ მოისმინა. ამჯერად, მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ჩამოსვლის თარიღი დააკონკრეტა და 2 ოქტომბერს, კიევი-თბილისის რეისზე გაკეთებული ჯავშნის ფოტოც გაავრცელა.

სააკაშვილის განცხადებას მორიგ საარჩევნო ტრიუკს უწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

“ნაციონალურ მოძრაობაში” დარწმუნებულები არიან, რომ ლიდერის დაპირება აუცილებლად შესრულდება. მე-3 პრეზიდენტის თანაგუნდელებზე არანაკლებ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს თაკო ჩარკვიანს.

სააკაშვილის ფაქტორის კიდევ ერთხელ გააქტიურებას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. ნაწილი მის ჩამოსვლას გამორიცხავს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გეგმები საერთო მიზანზე გავლენას ვერ მოახდენს.

მსგავსი თემები