“გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს, ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ?”– ანა დოლიძე

თბილისის მერობის კანდიდატი, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატ გიორგი გახარიას გამოწვევას ეხმაურება, რომელმაც დებატებში ნიკა მელია და კახა კალაძე გამოიწვია.

„გახარია დებატებში იწვევს მელიას და კალაძეს. და ქალმა რა გავაკეთო, გაგაშველოთ? ქართულ ჯიგრულ პონტში. რა სამარცხვინოა. ალბათ რამე საჭმელი უნდა გავუკეთო“, – დაწერა დოლიძემ სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები