მკვლელობა თელავში – ერთ – ერთი გარდაცვლილი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია.

მასთან ერთად ალიკა ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი ჩაცხრილეს. შემთხვევა წინანდალში მოხდა, სროლას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სამივე პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რადგან მანქანა, სადაც სამი პირი ჩაცხრილეს, საავადმყოფოს ეზოში იმყოფება.

მსგავსი თემები