ეჭვი, რომ ლევან ვასაძე შესაძლოა მოწამლეს, ისევ რჩება

ბიზნესმენს, საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის,“ დამფუძნებელ ლევან ვასაძეს მის მოწამვლასთან დაკავშირებით ეჭვები რჩება, თუმცა, აცხადებს, რომ ამის გარკვევა მან ვერ მოახერხა. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, ექიმები მსგავს მანიპულაციებს ვერც ადასტურებენ და ვერც გამორიცხავენ.  

„არსებობს თუ არა სამხედრო ან გასაიდუმლოებული ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია დასხივების ან ინტოქსიკაციის შედეგად ამ დაავადების გამოწვევა, მე ვერ გავარკვევ და ალბათ, ვერც ვერავინ გაარკვევს. მე გავიკითხე ეს ექიმებში აშშ-ში, ისრაელში, რუსეთში და თურქეთში. ექიმები ამას ვერც მიდასტურებენ და ვერც უაყროფენ“ – აცხადებს ლევან ვასაძე.

შეგახსენებთ, რომ მას მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება დაუდასტურდა, რომელიც მოდებულია გულზე. ეს არის დაავადება, რომელიც მილიონ ადამიანში მხოლოდ ორს ემართება.

როგორც ვასაძე აცხადებს, არ იცის, ეს დაავადება შესაძლოა თუ არა იყოს გამოწვეული გარე ზემოქმედების შედეგი.

„ყოველ შემთხვევაში, არ მინდა ამით სპეკულირება.  უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა ამ უცნაურ დამთხვევას, რომ 50 წელია ჯანმრთელად ვიცხოვრე, შემოვედი პოლიტიკაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დაავადება დამიდგინდა. ვისაც როგორც უნდა ისე გაიგოს. უცნაურია, რომ რაც საქართველოდან წამოვედი, ჩემი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, ძალიან მაინტერესებს ან როგორ გაიგე ს ამ სამმა „ულტრალიბერასტუმმა“ ტელევიზიამ – „ფორმულამ“, „მთავარმა არხმა“ და „ტვ პირველმა“ ამის შესახებ და რატომ სამივემ გაუსვა ხაზი, რომ მე ვარ მოწამლული, რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ ამის შესახებ“ – კითხულობს კლინიკაში მყოფი ლევან ვასაძე.          

მსგავსი თემები