ლევან ვასაძეს დაუდგინდა დაავადება, რომელიც მილიონ ადამიანში ორს ემართება

ბიზნესმენი, საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედის,“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მან შეიძინა დაავადება, რომელიც მსოფლიოში, მილიონი ადამიანიდან მხოლოდ ორს ემართება. დიაგნოზს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ მას ეს დაავადება აქვს მხოლოდ გულზე.  

„ეს დაავადება არის რამდენიმე სახის. არის სისტემური, რომელიც ემართება ადამიანს სხვადასხვა ორგანოებზე, მე ეს არ დამიდგინდა. მე მაქვს ის მარტო გულზე. ასევე, ეს დაავადება არის გენეტიკური, რომელიც მოსდგამს განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხს. მე ეგეც არ დამიდგინდა. მე მაქვს შეძენილი ფორმით, რაც მახარებს, თუმცა, რა არის გასახარებელია ამაში. 8 შვილის მამას, რა თქმა უნდა, მადარდებდა, რა ტიპის იქნებოდა ის და მიხარია, რომ მე ის არ მომდგამს გენეტიკაში და არ გადავა ჩემს შთამომავლებზე.

მე ის შევიძინე. უცნაურია, როგორ შევიძინე მე ის, იმიტომ, რომ 50 წლის ვარ, სპორტსმენი, არ ვეწევი, არ ვსვამ,  ვვარჯიშობ და არ ავადმყოფობ. სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდი, აპრილის ბოლოს, ხველა მაწუხებდა გრიპის შემდეგ. მოსკოვის კლინიკაში გავიარე კომპლექსური შემოწმება და ყველაფერ მქონდა წესრიგში. 6 მაისს შემოვედი პოლიტიკაში, გიორგობა დღეს და  თვენახევარში დამეტაკა ეს უიშვიათესი დაავადება. რომელიც ამ სახით, ანუ, მარტო გულზე, ემართება მილიონ ადამიანში ორ კაცს“ – აცხადებს ლევან ვასაძე.  

მსგავსი თემები