“უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანა Pfizer-ის დოზებს მიიღებს. თამარ გაბუნიამ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

“უახლოეს დღეებში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება იმისი, რომ Pfizer-ის ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია თუ კი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია, მაგრამ დღეს არსებული ყველა ის ვაქცინა, რომელი გვაქვს – Sinopharm, Sinovac, AstraZeneca, არის დადასტურებული ეფექტურობით და ახლა თითოეული დღის დაკარგვა ნამდვილად კრიტიკულია, შემთხვევა იმატებს. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, აქტიურად ჩართვისკენ ვაქცინაციის პროგრამაში, რაც მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და კიდევ უფრო გაფართოვდება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები