„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა“ – ბრიტანეთის საელჩოს განცხადება

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თვალყურს ვადევნებთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ძალადობა, LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები